ჰოსპიტალში V

თვალებს ვახელ. თავზე მედ და მადგას და თხელი თეთრი ქსოვილით ოფლს მწმენდს შუბლზე. მოშე საწოლზე წამოჯდარა და თვალეგფართოვებული უყურებს ამ პროცესს. პატარა მწვანე მაჯლაჯუნა ფანჯრის გარეთა მხრიდან იყურება პალატაში. მხოლოდ სახის ზედა ნაწილი უჩანს. ეს ადრეც მოდიოდა ხოლმე აქ. თავზეც მწვანე თმა აქვს, ოღონდ ბევრად მუქი, ვიდრე სახე. ლოყები დაბერილი და თითქოს მოთხუპნულიც. დიდი სქელი ყურები. გადმოკარკლული თვალები… იყურება და მიღიმის. ზოგჯერ მგონია მეპრანჭება-მეთქი. ისე ცოტა ,მორცხვი ვინმეა ეს მაჯლაჯუნა, თვალებში არასდროს მიყურებს.

დავიღალე, ძალიან დავიღალე და გავსაცოდავდი. იმდენად გავსაცოდავდი, რომ ჩემი ჩრდილიც კი ენას მიყოფს, სადაცაა თავშიც წამომარტყამს. კოღოებისგან სულ დაკბენილი ვარ. ჩვენს პალატაში მტრედისფეხელა კოღოები დაფრინავენ. იმდენად დიდი ძლიერი ფრთები აქვთ, რომ მათი დგაფადგუფი მეზობელ პალატაშიც ისმის.

ჩემგან ხელმარჯვნიც საწოლზე პავლე წევს. პავლე ჩია ტანის კაცუნაა, ასეთი გამხდარი ცხოვრებაში არავინ მინახავს. სახე თითქოს მოკეცილი წიგნივით აქვს. ლოყები ისე შევარდნია, გახვრეტილი გეგონებათ. ეს მოკლე წვერიც კიდევ უფრო მეტად აუშნოვებს. რაღაცნაირი… მოღალატის სახე აქვს. აი,
ისტორიულ რომანებში როგორც არიან ხოლმე დახასიათული სამშობლოს გამყიდველები. პავლეს ახლა მაღალი სიცხე აქვს და რაღაცას აბოდებს. მედიცინის დას მწვანე შუშით ასეთივე ფერის სითხე შემოაქვს პავლესთვის, თავს წამოაწევინებს და პირში ასხამს. როცა კარგადაა პავლე დიდი ახირებული ვინმე. იქამდე გიმტკიცებს მაგიდაზე, რომ უცხოპლანეტელების ხომალდია, სანამ თანხმობის ნიშნად თავს არ დაუკრავ. პავლე წამალს სვამს და იჯღანება. მედიცინის დას ეხვეწება,.. ყელს ხელიტ სწევს, ლამოსაა ხორცი ამოიგლიჯოს,- მეტი აღარ დამალევინოთო. მერე ტირილს იწყებს. რა საშინელი სანახავია ასეთი პავლე…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: