METRO (MINIATURA)

წვიმის წვეთებმა წყნარად შეწყვიტეს ჩემს მხრებზე კვდომა (და ახლა ქუჩებში კვდება ნოემბერი)

21:04 გვირაბის ბოლოს, როგორც არაფერი ყველასგან განსხვავებით სიგარეტის ღერებთან ჩუმად ვამყარებ ფიზიკურ კავშირს და ვერ გადმოცემულ განცდებით, სისხლით ვწერ არგამოშვებულ გაზეთებში თუ როგორ ჩასახლდნენ ჩემი ფიქრების შავ-თეთრ ტყეებში უცხო ნიღბიანი არსებები, რომლებსაც იცნობენ მხოლოდ სიზმრები, რომლებმაც უმოწყალოდ დახოცეს ყველა მიზეზი ჩემი ღიმილის. 21:05 მე უკვე აღარ მაქვს უნარი მოთბინების,  რადგან მივხვდი, რომ დღესაც არ სცალია ღმერთს ჩემთვის და ამაზე ფიქრი ისე მძიძგნის, როგორც არწივები ძიძგნიან ზეცას. დღეს მეთვითონ მომიწევს ყველა სულიერი არსება, რომელსაც შეუძლია გულის ტკენა მოვათავსო ოთხკუდხედ ყუთში, ლოდებთან ერთად მოვიკიდო ზურგზე და მივეცე იმ ოკეანეს, რომლის ლურჯ ტალღებსაც გამოაქვთ ნაპირებზე მკვდარი ცხენები. 21:06 კედელს ამოფარებული თვალების ცეცებით, კედლებზევე დავეძებ ჩემს ფსიქიკურად მოშლილ სამყაროსადმი კავშირს, რომელმაც ვგრძნობ რომ დამტოვა და თავად გამხადა ფსიქიკურად მოშლილი. მე უკან მივყვები ფურცლებს, რომლებსაც აღელვებული ჰაერი აქეთ-იქით დაასეირნებს. უაზროდ განვიცდი როგორ მიყურებს ასობით უცხო თვალი… რაღაც დაკვირვებით, რაღაც ჩამწვდომი მზერით. ალბათ არასდროს უნახავთ მამაკაცი, რომელიც ტუჩების არმოძრაობით ესაუბრება საკუთარ ლანდებს. 21:07 ნერვიული სვლებით ვაგრძელებ მოძრაობას. ლოდინმა თავისი დამღლელი შეგრძნებით მთლიანად გადაკეტა სასუნთქი მილები და არმობრუნებული ისედაც კარგად ვხედავ, თუ რა დიდი მანძილით გავცდი სიმშვიდეს. ჩემი გონება წამში ათასამდე წერილობით შეტყობინებას იღებს, იმის შესახებ თუ როგორ დაირღვა ჩემში ყველაფერი, როგორ იცვლიან ადგილებს ორგანიზმები და როგორ არავის უნახავს სად წავიდა ჩემი გული. 21:08 არსაიდან მოვარდნილი შემზარავი ხმები, როგორც მიწას ისე თხრიან ხელებით ჩემს ტვინს. გვირაბის ბოლოდან გამოჩნდა თეთრი თვალები, კედლებმა ნერვული განცდებით დაიწყეს კანკალი, ლიანდაგები შეშლილი სახეებით ამოცვივდნენ გვირაბიდან, როგორც მუმიები  და შეშინებული ხელებით მოეჭიდნენ ესკალატორებს. მე გამეღიმა, რადგან ცხოვრებაში პირველად გადავლახე ამდენ ადამიანთან ერთად, ერთი რაღაცისადმი მოლოდინი. მე………

21:09 -გამარჯობა! მე ალიენდე ლევინი ვარ.

-გაგიმარჯოს! მე ჟან ჟაკ ალფონსი გახლავარ.

-ისე თუ დააკვირდებით მხოლოდ ჩვენ ორნი ვზივართ მთლიან ვაგონში…

– ხო, ალბათ დღეს მხოლოდ ჩვენ ორნი მოვკვდით!!!

© zodiak


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: