99 პალატა

ოდესღაც თეთრად შეღებილ კედლებს ალაგალაგ აქვს შერჩენილი შპალერი. თეთრ ფონზე წითელი ლაქები, უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს, რაღაც საშიშ საიდუმლოს ინახავენ ეს კედლები. შეიძლება არც არაფერი იყოს მაგრამ დამერწმუნეთ საშინელი სანახავია მიტოვებული საავადმყოფო, მით უმეტეს ფსიქიატრული, 99 პალატით სიმბოლურად.
იატაკიც პირქუშად გამოიყურება, და გისოსიანი ფანჯრებიც. ალაგალაგ გაღუნული რკინის რიკულებით და ჩამსხვრეული მინებით.

საადმყოფო აქვეა, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს. ერთ დიდ ქუჩას გადაივლი და მიადგები დიდი ბოქლომით დაკეტილ კარს, მაგრამ გვერდით ფანჯრიდან ადვილად შეგიძლია გადაძვრე და პირქუში სანახაობით კიდევ ერთხელ დატკბე და უსმინო მეტალიკას. არცეთ მუსიკა ისე არ შეეფერება აქაურობას, როგორც I’m evil. იმდენად ახლოა სიტუაცია ჩემთან რომ შემიძლია მთელი ჩემი ზიზღი და ბოღმა აქ დავტოვო, დავცალო და ისევ გარეთ გამოვიდე.

არასოდეს ვყოფილვარ აქ ვინმესთან ერთას, ეს ჩემი საიდულმო ადგილია, ჩემი იდუმალი, მისტიკური სამოსახლო.

დერეფანს ბოლომდე თუ ჩაუყვები, ერთი ოთახია, საკმაოდ დიდი ოთხი საწოლი დგას და ფეხმოტეხილი მაგიდა, მაგიდის ფეხიც აქვე აგდია, სიკვდილის სუნი ასდის აქურობას. საზიზღარი, ამაზრზენი. ოთახის იქეთ კიბეა და ზემო სართულზე ადიხარ, თუმცა იქ არაფერია საინტერესო ბინძური საპირფარეშო და სააბაზანოა ზემოთ და ერთ კაციანი პალატები. 98 პალატა ერთმანეთის გვერდიგვერდ, სავსაებით ერთნაირი. 98 ჩემნაირი იჯდა აქ ადრე. და 4იც ქვემოთ კიბეების დასაწყისში.

არ ვიცი, რატომ უფრთხილდებიან აქურობას და რატომ არ ანგრევენ, როგორც ის კორპუსი დაანგრიეს, იმ დღეს, მოპირდაპირე ქუჩაზე. შეიძლება 99 პოტენციურ პაციენტს არ უნგრევენ მომავალ სახლს და მომავლის იმედს, იმედს რომ, სადღაც მას მუდამ ელოდებიან.
ყოველ დღე,, სანამ სამსახურში წავალ აუცილებლად გადავხედავ ამ შენობას და ენერგიით ვივსები, იმ ენერგიით, რომელიც ჩემამდე დაუტოვებიათ აქ კლინიკის პაციენტებს.

ყავას დავლევ თუ არა ქვევით ჩამოვდივარ და კიდევ ერთხელ ვაპარებ მისკენ. ხალხი გვერდს უვლის, თითქოს ვერავინ ამჩნევს მის ამაზრზენ სილამაზეს, ენერგისს მომცემს, სიძულვილის დიდი მარაგის სივრცეს, დავიწყებული დგას ამაყი შენობა, მტვრიან ქალაქში.
კიდევ ვიღაცაები დაძვრებიან იქო, ამბობენ მაგრამ მე არ მჯერა, არავინ შემხვედრია იქ მთელი ბავშვობის განმავლობაში, შეიძლება ძველ პაციენტებს მოენატრათ აქაურობა და ინახულებენ ხოლმე. არ ვიცი მე არავინ დამინახავს. ყველას თავისი პალატა აქვს აქ და ერთმანეთს არავინ აწუხებს, ყველა თავის განსაწღვრულ დროს მოდის და არ ხვდება სხვას, ეს ჩვენი კლინიკის დაუწერელი კანონია.

არ ვაპირებ ღრმა სიბერემდე ცხოვრებას, ალბათ ყელს გამოვიჭრი რომელიმე პალატაში სამართებლით, მამაჩემივით. ცხობრება იმდენად უაზროა, რომ არც ვიცი რატომ ვარსებობ აქ და ეს მთრგუნავს ყველაზე მეტად და მაღიზიანებს. ალათ, მამაჩემსაც ეს აწუხებდა, არ ვიცი. ჩვენ არასდროს გვილაპარაკია მეგობრულად. ყოვეთვის გალეშილი მხვდებოდა, გაკვეთილების შემდეგ სახლში. დედაჩემის გამოგზავნილ ევროებს საბერძნეთიდან დაუფიქრებლად ხარჯავდა ვიღაც მეგობრებთან ერთად. ყველანი ხელმოცარულები მეჩვენება, ამაყი სახით დგანან, ფსევდოინტელექტუალები, ალბათ ახალგაზრდობაში კარგი ტიპები იქნებოდნენ, ჩაცმულობაზე ეტყობათ, რომ აზრზე არიან მაგრამ მაინც, იაფფასიან არაყს სვამენ უზმოზე. და ეწევიან გაზეთსი გახვეულ მყრალ თუთუნს. აშკარად დააკლდათ ამაჩემი დამისი ევროები, მაგრამ არ იმჩნევენ.
შარშან შემოდგომაზე ვიპოვე სააბაზანოში ყელგამოჭრილი, და არყის სუნით აქოთებული.
მე საკუთარი თავი დავინახე მასში და არა მკვდერი მამის სხეული. მას შემდეგ ყოველ დღე ვფიქრობ თვითმკვლელობაზე ძილის წინ. ხო ჩემი ბოლო დღეც ეგ იქნება, გალეწილი მთვრალი დავასრულებ სიცოცხლეს, რომელიღაც პალატაში. ამ დროს soldier of fortune გაიჟღერებს ძველ გრამაფონში, საგანგებოდ შევიძინე, უხდება სიკვდილს სიძველე და ის სიმღერა.
ვიცი ძალიან დაბნეულად ვლაპარაკობ, არეულად, მაგრამ მინდა ყველაფერის თქმა მოვასწრო წასვლამდე. დავასრულებ ანდერძის, თუ ბოლო სიტყვის წერას და სიცოცხლესაც.
მინდა სიკვდილი, მაგრამ უსახელოდ არა. საშინლად პატივმოყვარე ვარ. თანამედროვეობის ნერონი. ამიტომაც ვწერ… აუცილებლად ნერონი ვოქნებოდი წინა ცხოვრებაში, მჯერა რეიკარნაციის და მსგავსი სისულელების.
ალბათ, ძალიან ინერვიულებს დედაჩემი, მაგრამ დრო ყველაზე კარგი წამალია. გადაუვლის და ვიღაც ბერძენს მისთხოვდება. მერე ძმა მეყოლება ან და, მას მამაჩემის ბინძური გენი არ ექნება და არც ყელის გამოჭრის ამბიცია. აქ ჰეფი ენდია და მიხარია, ეკუთვნის დედაჩემს ბედნიერი დასასრული.
აქ, ჩემთან, ბედნიერი დასასრული ვერ წარმომიდგენია. რა იქნება შემდეგ, ვიმუშავებ, ვისწავლი მთელი დღე ვიღაცის ბრძანებეს შევასრულებ და არასდროს მექნება საკმარისი თანხა, რომ ცოლის საოცრად მსყე მადას გაუძლოს. მერე ჩემი შვილიც ყელს გამოიჭრის. მე მძულს ეს სამყარო და კიდევ ერთი ადამიანს ვაჩუქო სიხოსხლე, რატომ ?!
გავწირო ის ჩემნაირი ცხოვრებისათვის?! არა შვილი საჭირო არაა და არც ცოლი. მარტოც გავძლებ იმ უკანასკნელ რამდენიმე დღეს. მე ჩემი პალატა მელოდება და იმ კითხვაზე პასუხსაც მივიღებ, რაზეც ზუსტი პასუხი არავინ იცის. რა არის სიკვდილი? რა არის იმის იქეთ, თუ ამოვხსენი ეს საიდუმლო, და შევძელი რომ როგორმე ვინმე ცოცხალს ვუამბო რა ხდება იქ ამას აუცილებლად გავაკეთებ.
მაგრამ, აქ ჩნდება კიდევ ერთი დიდი მაგრამ. თუ მე ვინმეს დაველაპარაკები იმასაც იქ გამოკეტავვენ ბოლო 99 პალატაში, სულებთან მოსაუბრე გიჟი, მიაკრევენ რიგით ნომერს 99 ან სულაც 66 ან, 69 და უსახურ კომბინიზონში შფუთავენ და გამოამწყვდებენ. არ მიღირს, საკუთარი სიგიჟეც მეყოფა სხვებს ვერ გადავუნაწილებ.
ვამბობ რომ გიჟი ვარ მაგრამ ნამდვილად არ ვიცი მართლა სეა თუ არა, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უცნაური აზრები მაწუხებს და მეტი არაფერი.

***
ყველაფერი დღეს უნდა მოხდეს, ამ საღამოს. ყველაფრის დაწერა უნდა მოვასწრო, ყველაფერი უნდა ავიხსნა ჩემს თავს და წავიდე.
როგორ მოიქცევი შენი სიცოცხლის ბოლო დღე რომ იყოს, ალბათ გამოთვრები კონიაკით, გადებილდები იაფფასიანი ნარკოტიკით და ბოლოს მიიძინებ სადმე, სამუდამოდ.
მე კლავიატურესთან ვზივარ, დავწერ ბოლო სტრიქონებს და გადავჭრი ქუჩას იქ ცემი საიდუმლო 13 პალატა მელოდება და ალესილი სამართებელი. ჩემს გარდა კიდევ დარჩებიან კლინიკის იდუმალი პაციენტები, თქვენთვის შეუმჩნეველი გენიოსები, პოტენციური თვითმკვლელი, ამაყი და ეგოისტი, ადამიანისსახედაკარგული ადამიანები,
წინ ყავის ჭიქა მიდის, ოხშივარ აsდის ჭიქას, ალბათ ასე დაშორდება ჩემი სულიც სხეულს საღამoს და სხვაგან ჩასალდება, სადმე შორს აქედან.. ვფიქრობდი დავლევ დრე სთქო და არ მინდა, რაღაც დიდი რომანტიკა დევს თვითმკვლელობაში, ჩემი აზრით. წავალ და ყველაფერს გავიგებ, თქვენ დარჩით აქ და იწუწუნეთ.
აქციებზე ირბინეთ, შინ მშიერი ბავშვების თვალების დანახვისას მოიწყინეთ . დითრგუნეთ დეპრესიით, დალიეთ უზომოთ ბევრი ანტიდეპრესანტებ, დაიმპოტენდეები ბოლოს, ღვიძლი დაგეშლებათ ამდენი სმისაგან და ლოთობისგან. ბოლოს ყველა იფიქრებთ თვითმკვლელობაზე და გამიგებთ, თქვენ ბედისწერას დააბრალებთ ყველაფერს, ვიცი.
არ არსებობს ბედისწერა, ადამიანის გონებაა ღმერთი ყველაფრის შექმნელი. თქვენ ყველანი ჩემი გონების შექმნილი ხართ, მოკვდება გონება და თქვენ ყველანი დაიხოცებით. იმიტომ რომ მე თვითონ მოვუღებ ბოლოს ჩემს შექმნილ სამყაროს. ყველაფერი გითხარით რისი თქმაც მინდოდა.
უკვე 2 საათია ღამის და მე ჩემი 13 პალატა მელოდება. საგანგებოდ შენაძენი ძველი გრამაფონი, და ის უკვდევი მელოდია.
და მამა…
იქნებ იქ მაინც მოვახერხოთ ლაპარაკი მეგობრულად… ისე როგორც არასდროს ყოფილა…

დასასრული.
Bat Moony © 2011

About Moony

Absolute Freedom View all posts by Moony

2 responses to “99 პალატა

  • rockermeloman

    მე ყოველთვის სულელი ვიყავი და მეპატიება, ამიტომ დავსვამ ამ კითხვას: _ ამ პოსტის ავტორი ცოცხალია? რატომღაც მგონია რომ თავის მოკვლა ყველას უნდა, იმიტომ რომ ეს ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლე კი არა მეტისმეტად ხანგრძლივია. მე მაინც ვთვლი რომ სულელი ვარ, თორემ მოვძებნიდი რაიმე საშუალებას და ვიპოვიდი ცხოვრების აზრს. ამიტომ ჯერ ცოცხალი ვარ. რა საშინელებაა როცა არ იცი რას ამბობ… ავტორს ვთხოვ შემეხმიანოს რაა 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: