Author Archives: Moony

About Moony

Absolute Freedom

99 პალატა

ოდესღაც თეთრად შეღებილ კედლებს ალაგალაგ აქვს შერჩენილი შპალერი. თეთრ ფონზე წითელი ლაქები, უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს, რაღაც საშიშ საიდუმლოს ინახავენ ეს კედლები. შეიძლება არც არაფერი იყოს მაგრამ დამერწმუნეთ საშინელი სანახავია მიტოვებული საავადმყოფო, მით უმეტეს ფსიქიატრული, 99 პალატით სიმბოლურად.
იატაკიც პირქუშად გამოიყურება, და გისოსიანი ფანჯრებიც. ალაგალაგ გაღუნული რკინის რიკულებით და ჩამსხვრეული მინებით.

საადმყოფო აქვეა, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს. ერთ დიდ ქუჩას გადაივლი და მიადგები დიდი ბოქლომით დაკეტილ კარს, მაგრამ გვერდით ფანჯრიდან ადვილად შეგიძლია გადაძვრე და პირქუში სანახაობით კიდევ ერთხელ დატკბე და უსმინო მეტალიკას. არცეთ მუსიკა ისე არ შეეფერება აქაურობას, როგორც I’m evil. იმდენად ახლოა სიტუაცია ჩემთან რომ შემიძლია მთელი ჩემი ზიზღი და ბოღმა აქ დავტოვო, დავცალო და ისევ გარეთ გამოვიდე.

არასოდეს ვყოფილვარ აქ ვინმესთან ერთას, ეს ჩემი საიდულმო ადგილია, ჩემი იდუმალი, მისტიკური სამოსახლო. Continue reading


სიკვდილის სუნი

დამესიზმრა, რომ თავი მომკვეთეს ანტიკვარული გილიოტინით. სადღაც მიმათრევდნენ, ძველ მუზეუმს ჰგავდა, ფილმებში ნანახ პირქუშ შენობას. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ საშინელებათა ფილმში ამოვყევი თავი, თუმცა სიკვდილი სულაც არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორსაც ველოდი. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც სხეული მომაშორეს. ნახევარი საათის შემდეგ მოპოვნა, ბებერმა დარაჯმა. სისხლის გუბე შეამჩნია და სიკვდილის სუნი.

მესმოდა, როგორ ტიროდნენ ვიღაცაები. შუა ოთახში იდო სხეული. შემოდიოდნენ უცნობები, ქალები იქვე სხდებოდნენ, მჭიდროდ დალაგებულ სკამებზე, მამაკაცები გადიოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ აივანზე. ბოლოს, სადღაც ბალახმოდებულ, ძველისძველ სასფლაოზე დამტოვეს მარტო და წავიდნენ.

მაგრად გამოთვრებოდნენ იმ დღეს, ალბათ. საკუთარ სხეულთან დარჩენა არ მინდოდა, მეშინოდა იმ პირქუში ადგილის. არადა, წასასვლელიც არსად იყო. თავი წარმოვიდგინე ყველასგან მიტოვებულ ადამიანად დედამიწაზე, ყველასგან უჩინარად და დავიწყებულად. ახლა უკვე მეც ვიგრძენი სიკვდილის სურნელება, მიტოვების სუნი ქონდა მას და დავიწყების.

სიტუაციის აღწერა შეიძლება, რას ვგრძნობდი უკვე ძალიან ძნელი სათქმელია. რაც ვიცოდი და როგორც მასწავლეს, ან ჯოჯოხეთში უნდა წავეთრიე რქებიან არსებას და სადმე ქვაბში მოვეხარშე, ან რბილ ბალახზე წამოწოლილს უნდა მესმინა ვიოლინის ხმისათვის დაუსრულებლივ. მე არავინ მომაკითხა. ისევ იქ ვიყავი სადაც დამტოვეს. მეღვიძება და საშინლად მიტოვებულად ვგრძნობ თავს, უკვე ორი დღეა დეპრესია მაქვს, მაგარი.

Author: Bat Moony


სიგიჟის ზღვარზე

დინამიკებს ხლეჩს ტრანსების მაღალი ბასები…
ლაზერების შექი კვეთს ბნელ სივრცეს…
ირგვლივ მარიხუანსას სუნი დგას, რაღაც იაფფასიანი აბები ყრია.
გულის რიტმი უკვე საკუთარ კალაპოტში კი არა დინამიკების ტემპს ყვება
გაშტერებული სახით მიქსავს დაბოლილი დჯ, ააა დისკ ჟოკეიიი :დ
მაგარი სირი ხარ შეჩემაა


რატო მეცეკვები დაგევასე? შენ არა შეჩემა იმ გოგოს ვეუბნები ხოო დიდძუძუებიანს
ფუუუ რა ოფლის სუნია, მარილიანი ოფლის
გავალ ვარწყევ და მოვალ ოკ?
ბაზარი არაა
გინდა ერთად ვარწყიოთ ?
ვახტანგურად?
ხოო
ფული დაგრჩა?
რა გინდა ?
რედ ბულს ხომ მიყიდი?
შენ შიგ ხო არა გაქ? რვა ლარი ღირს რედბული ლუდს გიყიდი ხუთლარიანს. ეგეც გეყოფა
კრიჟანო
მათხოვარო
რომ უნდა გვერწყია დაგავიწყდა?
არა გავიდეთ, მოდი მაკოცე
მეზარება შენთან ზასაობა. ხვალ იყოს ან გვიან სანაპიროზე
როცა გინდა და სადაც გინდა გეჟოოო
ოეეე დჯ რა ტაშ–ტას–ტარამტარებს ურავ რამე თესლი გაუშვი
არ გესმოს ხოო? მასშტყუანის დედ ასშ… ემდეგ
მეძინება…
გამოვდივარ სანაპიროზე, ტალღებში ვგრილდები, იქვე მეძინება.
ეოო ადე შეჩემაა. იღვიძებს ქალაქი
არა, ძილსაც არ აცლიან კაცს.
ვახომ დღესაც გავჩითავ იგივესო
ვაა. ვგულაობთ ტოოო… დღესაც?
იასნაა ბიჭოოო!

ლეპტოპს ვკეცავ და ლუდის დასალევად მივეშურები.
კარგი დღე იყო გუშინ უხვმკერდიანი.

Author: პალატა N13


ღმერთო რისი გულისთვის

მოგესალმებით, მე ბექა ვარ N 13 პალატიდან. თუმცა, თქვენთანაც ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ პალატაში. ძალიან მომწონს ეს ბლოგი და გადაvწყვიტე აქაც გაგესაუბროთ ხოლმე. ჰო, მართლა მე სხვა ბლოგზეც ვწერ, აი აქ. ახლა კი, უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ.

ჩვენი ყველა ქმედება, რაღაც გარკვეულ მიზანს ემსახურება, ასე არ არის?

ქმედებისაგან მიღებული შედეგი ან მოკლე ვადებზეა გათვლილი, ან მოგვიანებით მივიღებთ კეთილ ნაყოფს.

  • სწავლის ძირი მაწარე არის, კენწეროში გატკბილდების. (გრძელ ვადებზე გათვლილი მოქმედებაა)
  • დღეს ვიყიდი ბევრს ლუდს და არაყს და საღამოს მაგარს დავთვრები. (მოკლე ვადებზე ვთლი მოქმედებას, შედეგიც ადვლად მისაღწევია)

რისთვის არსებობს ადამიანი, რომ გარკვეული რუტინული საქმიანობით დაკავდეს, შემდეგ მოკვდეს?! ზოგი მდიდარი, ანტიკვარულ საწოლში მონებივრე, ზოგიც სადღაც მუყაოს ყუთში, უყურადღებოდ მიგდებული. შედეგი ხომ ერთია?

თუ ყველა მოკვდავია, ყველანი გარკვეული დროის მანძილზე ვარსებობთ, მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერ ამას?

დედამიწას, თავისი ფლორითა და ფაუნით, ეს პრობლემა არ გააჩნია, ისინი ადამიანისთვისაა შექმნილი (ან ჩვენ გვგონია ასე)  ადამიანისთვის ყველა ნივთი, გამოგონება თუნდაც კანონი, იმისთვის  შეიქმნა, რომ რაღაც დანიშნულება აქვს და გამოყენებადია.

ადამიანები რისთვის ვართ შექმნილი?

არავინ იცის რატომ ცხოვრობს. ზოგი იგონებს რელიგიას, რადგან ვიღაცის იმედი ქონდეს და და იმაზე ფიქრში არ გაატაროს მთელი ცხოვრება «ნეტა ვინ შექმნა სამყაროო,” ზოგი 10 მცნებას ხმარობს რომ ქაოსი არ დაიწყოს… ზოგი ფიქრობს რომ მათავარია მთის მწვერვალზე ცხორვება და იმას მნიშვნელობა არ აქვს როგორ ადიხარ იქ… ზოგიც მიყვება დინებას მკვდარი თევზივით. ყველას ინდივიდუალური შეხედულება აქვს ამაზე. პასუხი კიდევ არავინ იცის.

რა არის ჩვენი აქ ყოფნის მიზანი, შეგიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?

ჯერ, მეც მომისმინე და შემდეგ მიპასუხე.

ჩვენ უბრალოდ ევოლუციის ნაყოფი ვართ, ცხოველებზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომი, მაგრამ მათგან განსხვავებით გაგვაჩნია ცნობიერება და ფიქრის უნარი.

ადამიანის ცხოვრებას კონკრეტული აზრი არა აქვს და უბრალოდ ჩვენ ვიგონებთ რაღაც მიზნებს, რომ ცხოვრება საინტერესო გავხადოთ.

ჩემთვის ცხოვრების არსი საკუთარი თავის შეცნობაა, რაღაცის ჩემთვის გაუგებარის გაგება.

ხო კიდევ, მე უტილიტარისტი ვარ.

P.S. ადამიანი, ის კაცია მთაზე დიდ ლოდს რომ მიაგორებს, მწვერვალიდან დაუშვებს და უხარია. შემდეგ ყველაფერს თავიდან იწყებს. ბოლოს, ერთ დღესაც ის მძიმე ლოდი გასრისავს და ყველაფერი მთავრდება.

©2010 (Bat Moony)