რობერტ მორგანის ყველაზე დამთრგუნველი უჟასტიკები

მეგობარმა მანახა რამდენიმე დღის წინ მისი ერთ-ერთი ვიდეო. აქმდე მის შესახებ არაფერი მსმენოდა, ჰოდა მისი შემოქმედების ამ კონკრეტული ნიმუშით იმდენად აღვფრთოვანდი, რომ სხვა ვიდეოების ძებნა და ავტორის შესახებ გამოქვეყნებული მასალების დასერჩვაც დავიწყე.

მაშ ასე, რობერტ მორგანი! ჟანრი, ალბათ, არტ-ჰაუს საშინელებათა ტრილერები, ან უფრო, ატმოსფერული ჰორორი.  ალბათ არც ერთ ფილმს არ შეუძლია ისე შეაშინოს ან და დათრგუნოს მაყურებელი, როგორც მორგანის 10 წუთიან შედევრებს.


კინემატოგრაფის მიმართ ლტოლვა რობერტს სამი წლის ასაკიდან დაეწყო, როდესაც ,,მზრუნველმა” პაპამ მას არტურ კრებტის სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ფილმი აჩვენა («Fiend Without a Face» [1958]).  ყოველივე ამის ზემოქმედების შედეგად, რობი უცნაურ ბავშვად ყალიბდება. შეპყრობილია საშინელი ურჩხულებით, მწერებითა და ზვიგენებით.

სკოლის დამთავრების შემდეგ რობერტი ხელოვნებისა და დიზაინის ინსტიტუტში აბარებს, სადაც ანიმაციური კონოს ხელოვნებას ეუფლება. 1997 წელს ის იღებს პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმს («The Man in the Lower Left Hand Corner of the Photograph»), რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო ჯოლდო მიიღო და ტრანსლირებული იყო რამდენიმე ადგილობრივ ტელეარხზე.

4 წლის შემდეგ რობერტი ქმნის უსაშინლეს ზღაპარს («The Cat With Hands»), რომლის სიუჟეტიც შთააგონა უფროსი დის ელეონორას სიზმარმა. ფილმი დააფინანსა ბრიტანულმა ტელეარხმა Channel 4 და მიიღო ექვსი საკმაოდ პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის რეჟისორული საუკეთესო დებიუტისთვის.

2003 წელს წელს რობი იღებს ახალ stop-motion-ს (კადრული გადაღების მეთოდი, რომელშიც მიღებული კადრები ერთიანდებიან ერთიან მოძრაობად), ეს იყო შედევრი ,,სეპარაცია”  («The Separation»). ფილმი იღებს 15 საერთაშორისო ჯილდოს, მათ შორის მელბურრნის კინოფესტივალზე ,,საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის” და ,,საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის”. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ინციდენტმა,  როდესაც ფილმის ჩვენებისას ერთ-ერთ მაყურებელს გული წაუვიდა ძალიან გაახარა რობერტი და კიდევ უფრო გაამყარა მისი სურვილი გაეგრძელებინა მუშაობა ანიმაციასა და კინემატოგრაფში.

მოგვიანებით რობერტმა კიდევ შექმნა სხვა ფილმებიც, მათ შორის არაანიმაციური  ,,მონსტრები” («Monsters»). მიიღო ჯილდოები, პრემიები და ასე შემდეგ. ამჟამად ის ცხოვრობს ლონდონში და აგრძელებს მუშაობას. ახლა კი, მისი რამდენიმე ფილმი. პირველი კი ჩემთვის ყველაზე საყვარელი, – ,,ადამიანის ხელებიანი კატა” (საპილოტო ვერსია), შემდეგ თვითონ ფილმი, მერე,- ,,სეპარაცია” და ა შ და ა შ.
ასევე იხილეთ ეს ლინკი რუთუბზე, რამეთი იუთუბზე სრული ვერსია ვერ ვიპოვე.


 

 


ჰოსპიტალში


გაქცევა

მეოთხე ნაწილი

მე ყველაზე ბობოქარ ტალღაზე მივაბიჯებ. ღმერთებისგან დალოცვილი მივაჭენებ ჩემს ტალღას. მე ტალღის მხედარი უკუნითი უკუნისამდე. გალიაში
გამომწყვდეულმა ჩემმა შეშლილობამ გამოამტვრია ყველა საკეტური და ტალღებს შეება. დიონისოს დალეწილი ნეკნები მიჭირავს პირით. ცეცხლი ვერ დამწვავს, წყალი ვერ დამასველებს, მიწა ვერ შემჭამს, ქარი ვერას დამაკლებს. მე ხომ ყველა ღმერთების მძლეველი ვარ!

ჩემს წინ ბებერი მხატვარი დგას, რომელსაც ცხვირიდან ცინგლი ეწელება. მე ჩემს თავს ვენიძლავები, რომ ის ჩამოუვარდება. ერთი… ორი… სამი… დედამიწა ბებერი მხატვრის ცინგლით ივსება. ტროტუარები მისი ცხვირიდან გადმონადენი მასით არის მორწყული. ჩვენ ყველანი მასში მივაბიჯებთ. მასში ვიბადებით და ვიხოცებით. ჩვენ ყველანი სწორედ იმ ბებერი მხატვრის ციგლი ვართ.

გაიქცეცი… გაიქეცი… გაიქეცი… გაიქცეცი… გაიქეცი… გაიქეცი… გაიქცეცი… გაიქეცი… გაიქეცი… გაიქცეცი… გაიქეცი… გაიქეცი… გაიქცეცი… გაიქეცი… გაიქეცი… გაიქცეცი… გაიქეცი… გაიქეცი… გაიქცეცი… გაიქეცი… გაიქეცი… გაიქცეცი… გაიქეცი…

ვერაფერს ვხედავ… ირგვლივ ცინგლია… სუნთქვა მიჭირს. ჩემი ცრემლი ბებერი მხატვრის ცინგლს ერევა, ეს საოცარი ნაზავი ლაპლაპებს დედამიწის ზურგზე. გავრბივარ თვალდახუჭული. ჩემი ერთგული სახედარი დაიხრჩო. ცინგლისა და ჩემი ცრემლის კოქტეილი კედელთან დგას. კიბის უჯრებზე უჩუმრად ადგამს სველ ფეხებს. ლამპიონებიდან გადმოღვრილი ყვითელი შუქის ბურთულები დაჭერობანას თამაშობენ სველ ხიდებზე, სახლების სახურავებზე, სახლების გალავნებზე, ტაძრების გუმბათებზე… გაიქეცი…

მე ჩემი ჯოჯოხეთის ჭერზე თავდაყირა ვკიდივარ ჩემს შეშლილობაში გამოწყვდეული. თვალებში სისხლი მაწვება. ძარღვები მებერება. თავის ქალა მიმძიმდება. ჭილყვავები დამტრიალებენ თავს და თავიანთ გრძელ, ღონიერ ნისკარტებს მუხლებზე მიკაკუნებენ. ჩემი შეშლილობა ობობის ქსელივით მეხვევა ტანზე და მბოჭავს. მუცელზე შემოხვეული ქსოვილი ცინგლისა და ჩემი ცრემლებისა მიჭერს ისე, რომ სუნთქვასაც ვეღარ ვახერხებ.

თავდაყირა ვკიდივარ ჯოჯოხეთის ფანჯარასთან. სარკმელს იქით კი მატარებლის სუნთქვა მესმის. ის ქშინავს. მიახლოვდება ხმაურით. დამ.. დამ… დარამ… დამ… დამ… დარამ! გაიქეცი!

ჭერიდან ვვარდები. თავს ვითავისუფლებ. ვცდილობ გარეთ გავაღწიო. ცაცხვის ხეებიდან ჭილყვავთა ლეგიონი ფრინდება და ცაზე შავ ჭერად მეფარება. აზვირთებული ფრთების გნიასი იპყრობს გარემოს. ღრიალით მომდევს ჩემი ჯოჯოხეთის დიასახლისი. მე ჩემი ჩრდილი მტოვებს და ჭილყვავების გუნდს უერთდება. ეკლესიის სამრეკლოდან ზარების გუგუნი ისმის. საათის ისრები დაქრიან ჩემს ურგვლივ წრიულად. ბლანტი სითხე კი რომელშიც მე ვარ გახვეული ეწებება მიწას და მე ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებ. გაიქეცი…


ჰოსპიტალში

მესამე ნაწილი. დასაწყისი წინა პოსტებში

ექიმის კაბინეტიდან მაღალი და მოჩუქრთმებული მარლარილოს კიბით ამომიყვანეს. ეს კიბე ერთგვარ კონტრასტს ქმნის იმ სადა გარემსთან, რომელიც ირგვლივ არის. კიბე და ჰოსპიტალი ორო სხვასახვა სამყაროა. მედიცინის და პალატაში მაბრუნებს, სადაც ჰანსი და მოშე რაღაცაზე ცხარედ კამათობენ.

მოშე ტფილისელი ებრაელია. მამა-პაპითგან ქვემო კალაზე უცხოვრიათ. ამ ქალაქიდან არც არსად წასულა და არც არსაიდან მოსულა. ქაშერის დუქანი ჰქონია სახლთან ახლოს. ჰოსპიტალში მას შემდეგ არის, რაც თავის საღას იცხაკასთან შეუსწრო.

მოშე ჰანსთან კამათს თავს ანებებს და საღას უხმობს. ეჰ, სადაა საღა! საღა მალევე მომკვდარა, რაც მოშე აქ მოიყვანეს. კაი ხანს ამაზე არაფერი იცოდა, მერე სანიტარს წამოსცდენია, როცა ერთხელაც მთელი ღამე საღას ეძახდა მოშე. წამოსცდენია სანიტარს, ჰო, სულ შემთხვევით.

მოშეს გამო ყოველ ღამე გვეღვიძება პალატის დანარჩენ ექვსივე მკვიდრს. ღამ-ღამობით მასტურბირებს და ყოველი ღამის ზუსტად სამ საათზე ორგაზმის დროს მამალივით ყივის.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი სიკეთე დაემატა. კლინიკასთან ახლოს ძველი კრემატორიუმი აღადგინეს. რა საშინელი სუნი აქვს დამწვარ ადამიანს. ქარიან ამინდში, როცა კვამლი ჩვენი კედლებისკენ მოაქვს საერთოდ გაუსაძლისი ხდება მისი სუნის ატანა. ქათამს რომ ტრუსავენ იმისი სუნი აქვს, მაგრამ როცა იცი, რომ ეს დამწვარი ადამიანის სუნია ნერწყვი არ მოგადგება პირზე კაცს. ალბათ, შემწვარ ქათამს ვეღარასდროს შევჭამ.

თუ ბი ქონთინიუდ


“Fight club” უთხარი სამყაროს,- Fuck off!

ეს ნოველა მე დავწერე, მერე ფილმიც გადავიღე და სამივე მთავარი როლიც მე ვითამაშე! ნუ, კარგი, ნოველის ავტორობას ჩაკ პალანიკს დავუთმობ, ფილმის გადაღებას დევიდ ფინჩერს, მთავარ როლებს კი ედ ნორტონს, ბრედ პიტსა და ჰელენა ბონემ კარტერს.

ეს არის ფილმი, რომელმაც ნოველისტ ჩაკს სახელი გაუთქვა, ბრედ პიტი შემაყვარა და მის შემქმნელებს მილიონები მოუტანა, თუმცა ეს უკანასკნელი ალბათ ამ ფილმისა (მანამდე კი ნოველის) ყველაზე უმნიშვნელო მიღწევაა.

ედ ნორტონის პერსონაჟს – კლერკს ქრონიკული უძილობა აქვს (ოჰ, როგორ მესმის მისი), მოუწესრიგებელი ძილის გამო ხან სად ეღვიძება და ხან სად ეძინება. ამის გამო ვერ ახერხებს მუშაობას და საერთოდ ნორმალური ადამიანებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესით ცხოვრებას. საშინლად იტანჯება და ეძებს გამოსავალს. გამოსავალი…გამოსავალი… ეს შეიძლება იყოს შეკრებები სადაც ადამიანები თავიანთ ტკივილზე საუბრობენ. შეკრებები კვერცხების კიბოთი დაავადებულთათვის, შეკრებები გულის მანკით, ასთმით, ტუბერკულოზით და ათასი სხვა მტანჯველი დაავადებით შეპყრობილთათვის. მთავარია ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანები თავიანთ განცდებზე ხმამაღლა საუბრობენ, ტირიან, ერთმანეთს ეხუტებიან, ემოციებისაგან მთლიანად იცლებიან. თავად კლერკიც ასე იქცევა, ეს მას შვებას ჰგვრის. ძილიც მწყობრში მოდის. თუმცა მოგვიანებით ის ამ შეკრებებზე მარლა სინგერს შენიშნავს. მარლა მისნაირი მატყუარაა და ისიც ყოველ ასეთ შეკრებაზე დადის. ედის პერსონაჟი ვეღარ იღებს სასურველ შედეგს შეკრებებისგან. ის სხვა მისნაირი მატყუარის თანდასწრებით ვერ ახერხებს დაიცალოს. ამიტომ მარლასთამ გარიგებას დებს და ისინი დღეებს ინაწილებენ, ანუ მორიგეობით დადიან ასეთ შეკრებებზე.

ერთხელაც კლერკი თვითმფრინავში საპნის მწარმოებელ ტაილერ დარდენს გაიცნობს, რომელთან ერთადაც ის აყალიბებს ,,მებრძოლთა კლუბს”. ტაილერი თავზეხელაღებული, მომხიბვლელი, ჭკვიანი, თავდაჯერებული, მიზანდასახული, მამაცი, შეუპოვარი, ძლიერი და საერთოდ ღმერთებისგან ყოველგვარი დადებითი კატეგორიით დაჯოლდოვებული მამაკაცია. აი, ისეთი ქალებს რომ უყვართ ლოგინში, კაცები მასთან მეგორობოთ რომ ამაყობენ, სამშობლოს რომ სჭირდება მისნაირები, ცოლებისთვის კარგი საჯიშე მამრები რო არიან და მშობლებისთვის გენის ღირსეული გამგრძელებელი.

ისინი ორთაბრძლობებს აწყობენ, დგამენ ვანდალურ ფლეშ მობებს, ანადგურებენ ყოველივეს რაც არ მოსწონთ, ისინი სიტემას ებრძვიან. მკაცრად ჩამოყალიბებულ პურიტანულ ღირებულებებს.  ,,მებრძოლთა კლუბი” იატაკქვეშა საიდუმლო ორგანიზაციაა. ამის შესახებ კლუბის წევრევის გარდა არავინ არაფერი იცის. კლერკი და ტაილერი ერთად იწყებენ საპნის წაროებას. უმაღლესი ხარისხის საპონს ამზადებენ ადამიანის ქონისაგან, შემდეგ კი ყიდიან. მდიდრები თავიანთივე ქონისაგან დამზადებული საპნით იბანენ ნაზ ამერიკულ ხელებს. ტაილერი და კლერკი ასევე ამზადებენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომლის საშუალებითაც შემდეგ თავიანთ მიზნებს ახორციელებენ. ,,მებრძოლთა კლუბის” საქმიანობას წევრებისთვის მოაქვს ადრენალინის ვულკანი, სამყაროსთვის ნგრევა (განსაკუთრებით ფინანსური მაგნატებისთვის), ისინი იბრძვიან მორალის, ადამიანური სენსიტივების, კლიშეების წინააღმდეგ. სამყაროს ეუბნებიან – გააჯვი (fuck off) !

ფილმის ბოლოს კლერკი ხვდება, რომ მას პიროვნების გაორება აქვს. მორცხვი, წესიერი კლერკი და თავზეხელაღებული ტაილერ დარდენი ერთი და იგივე პიროვნებაა. ის თავის თავში ტაილერს ებრძვის, რომელსაც განზრახული აქვს ბანკის საცავების განადგურება. თუ გადახდის ჩეკები განადგურდება ეკონომიკა ნულიდან დაიწყებს ათვლას. სამყარო თავიდან იბადება. ამის თავიდან ასაცილებლად კანონმორჩილი ამერიკელი ცდილობს თავის თავში ტაილერი მოკლას. თუმცა… მოკლედ უყურეთ ამ ფილმს ან ნოველა წაიკითხეთ.


ჰოსპიტალში


მეორე ნაწილი. დასაწყისი წინა პოსტში

ექიმი Л К მეკითხება,- თქვენ თვლით თავს შეშლილად? მე რა თქმა უნდა ამაზე მეღიმება, ბავშვობიდან ვიცი, რომ არც ერთი გიჟი არ აღიარებს თავის ავადმყოფობას. უარყოფას არც ვაპირებ. რაც უნდა ის იფიქროს. პასუხს ვაყოვნებ, ექიმი შეტევაზე გადმოდის, კიდევ რამდენიმე კითხვას მისვამს, მე არც ერთზე არ ვპასუხობ.

სანამ მე მომიყვანდნენ, ამ კაბინეტში ჰანსი ჰყოლიათ. ჰანსიც ჩემსავით ახალია აქ. ჩემს პალატაშია ისიც. მისი ავადმყოფობის ისტორია კარგად ვიცი. წარმოშობით ჩრდილოეთის ზღვის პირას მდებარე რომელიღაც პატარა სოფლიდანაა. თბილისში მსოფლიო ომის შემდეგ მოხვდა… გერმანელი ტყვეა. აქ მშენებლობაზე ამუშავებდნენ, შემდეგ კი საცხოვრებლადაც დარჩა. ცხენები შეიძინა, ფაეტონი და მუშაობა დაიწყო. ერთხელ სიონის ქუჩის გავლით როცა მიდოდა მგზავრთან ერთად, საიდანღაც ავტომობილი გამოვარდნილა ღმუილით. ცხენები დაფრთხნენ, ფაეტონი ჰანსიანად გადაყირავებულა და ბახ! იმის მერე ასეა. ეს ახალი ფარმაკოლოგიური საშუალებები ნამდვილ სასწაულს ახდენს, თუმა ჩვენს ჰანსს ვერაფერი არგო. შემდეგ ექიმებმა უკვე სხვა მეთოდებს მიმართეს.  აქ ექიმები ავადმყოფებს ქიმიის თუ ელექტრობის საშუალებით უვითარებენ საშინელ კრუნჩვებს და აჩვევენ ნორმალურ ქცევას. ნეიროქირურგები შეშლილებს უხვრეტენ თავის ქალას ან თვალბუდის ფოსოდან უყოფენ წერაყინისებურ იარაღს, უწყვეტენ ტვინში ნერვულ კავშირს და აწყნარებენ.

მე ეს ყველაფერი  ჩემს თავზე ჯერ არ გამომიცდია. ალბათ, საშინელ ტკივილს ანიჭებს პაციენტს. ამის გადატანა ძალიან რთულია, თუმცა ჩვენს სამყაროშო საღი აზრის შენარჩუნება ბევრად უფრო სართულო საქმე უნდა იყოს.

რაკი სიტყვა ჰანსზე ჩამოვაგდეთ, მოდი, მივყვეთ მის ამბავს. ამ უგონოთა სახლში, ალბათ სამი ან ოთხი ასეული შეშლილი მაინც იქნება. მათი უმეტესობა პელაგრული გონნაკლულობით არის ავად. ჰანსი, მიუხედავად იმისა, რა გადაიტანა, ყველასგან გამორჩეულია. მეთევზეთა სოფელში დაბადებულ ამ უბრალო მეფაეტონეს აქვს რაღაც შინაგანი არისტოკრატიულობისმაგვარი. ჩალისფერი თმა, ბივრილისფერი* თვალები, კანი თეთრი, სუსტი ტანი,  თხელი ცხვირი და წვრილი ტუჩები. ჰანსს ჩრდილოეთის ზღვისპირა იმ პატარა სოფელში ცოლიც ჰყოლია დატოვებული,- ფრაუ ანგელა. თურმე, გამგზავრებას და მის აქეთ წამოყვანას აპირებდა ეს ამბავი რომ დამართნია. ახლა კი ზის და დღედაღამ იოანეს სახარებას ჩასჩერებია. ბუტბუტებს სახერებიდან ფრაზებს და ამ ქცევით მოსვენებას უკარგავს ათეისტ მედიცინის დებს. ჩემს აქ ყოფნაში, ერთი-ორჯერ წაართვეს კიდეც სახარება ჰანსს, თუმცა მოგვიანებით მაინც უბრუნებენ. ბოლო მცდელობისას ფეკალური მასით სავსე სუდნო ესროლა მედ დას, მაგრამ ამისათვის შემდეგ კარგადაც მოხვედრია.

*ბივრილი – ცისფერი ძვირფასი ქვა

გაგრძელება კიდევ იქნება 😉


ჰოსპიტალში

პირველი ნაწილი


როდესაც კლინიკაში მომიყვანეს 21 წლის ვიყავი. ეს იყო ძველი, ერთობ შელახული საავადმყოფო ფსიქიკური სნეულებების მქონე პაციენტებისთვის. მორყეული ლოგინებით, კედლებზე ალაგ-ალაგ შემორჩენილი ლურჯი საღებავით. კედლების დანარჩენ ნაწილში ირეოდა ყავისფერი, ყვითელი, ოხრა და ჭაობისფერი.

ხელებშეკრული შემომიყვანეს… არა და ვინმესთვის წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მომსვლია. ჩემს უკან კარი მოიხურა და მე მარტო დავრჩი პალატაში. კარის დახურვის ხმა კატის კნავილს მოგაგონებდათ. ირგვლივ სიჩუმე იყო. პალატას ოთხი მოზრდილი სარკმელი ჰქონდა. ფანჯრიდან კარგად ჩანდა მომცრო ზომის ტბა, ტირიფის ხე და ჰოსპიტალის დასავლეთით დასასვენებელი სკვერი რამდენიმე სკამითურთ. თითქოს საგანგაშო არაფერი იყო. მხოლოდ ყოველი დილის 6 საათზე, წამლის მიღების დროს მაშფოთებდა საშინელი გრუხუნი. ეს კარის დასაკეტი ბერკეტის ხმა იყო, რომელსაც კნავილის ხმა მოსდევდა და აი, კვადრატული ლანგარით სანიტარი მიახლოვდებოდა მიჯრით მიწყობილი წამლის შუშებით.

ორმა კვირამ ისე გაიარა, არც გარესამყაროდან და არც პალატის მიღმა სამყაროდან არავისი ხმა არ გამიგია. შემდეგ საერთო პალატაში გადამიყვანეს. თურმე პირველ ორ კვირას იზოლირებულად ამყოფებენ პაციენტებს. ჩემი ახალი პალატა, ჩემს გარდა კიდევ 6 ბინადარს იტევდა. ეს იყო პალატა № 99. შესვლისთანავე ამაზრზენი სუნი ვიგრძენი. ოფლის, სისხლისა და შარდის სუნი ერთმანეთში ირეოდა. ექვსივე პაციენტი იწვა, სახეზე საკაცობრივო სევდითა და ფსიქოტროპული ღიმილით. აქაური ფანჯრებიდან სხვა ხედი იშლებოდა. თეთრი გუმბათოვანი ეკლესია (მიკვირს ისევ რატომ დგას), შორს სასაფლაო და იმის იქით ლურჯი ბურუსი. მთებში კიდევ ერთი ეკლესია ჩანდა.

ჰოსპიტალის მიღმა ახალი საყაროა. 1923 წელია გარეთ. პალატის შიგნით დრო არ არის. მწვანეხალათიან სანიტარს პალატიდან გამოვყავარ და მთავარი ექიმის კაბინეტისკენ მიმიძღვება. წარწერა კაბინეტის კართან,- „Министерства здравоохранения СССР. доктор  камышников л к. შევდივარ, ექიმი საუბარს იწყებს. სხვათაშორის საოცრად სუფთა ქართულით მეტყველებს. რუსულს მეც ჩინებულად ვფლობ. ვითომ, ფიქრობს, რომ ფსიქიკურად სნეულს რუსული არ მეცოდინება? ამით ჩემს დამცირებას ცდილობს? არა, ასეთ ფიქრებს უნდა დავეხსნა. ჩემს ყურადღებას კედელზე დაკიდებული პროლეტარიატის დიდი ბელადის პორტრეტი იპყრობს. ბელადის უკან მეწამული ფონი და წარწერა,-  мы стоим за мир и отстаиваем дело за мира“ . ოთახში მაღალი მინის კარადაა, გამოტენილი კოლბებში მოქცეული სხვადასხვა ზომის თავის ტვინით. ალბათ მათი პატრონებიც ასეთივე სხვადასხვა ზომისანი იქნებოდნენ. იქნებ ოდესმე ჩემმა თავის ტვინმაც დაიმსახუროს ასეთი პატივი,- მთავარი ექიმის თვალსაჩინოებათა შორის ყოფნისა. ფანჯარასთან კიდევ ერთი კარადა დგას. მუქი ყავისფერი, ალბათ მუხის მასალის. კარადა სავსეა ნაირფერი წიგნებით. გერმანული, ფრანგული, ინგლიუსრი, რუსული წარწერები ყდაზე. ამ ოთხივე ენას არ ვფლობ, თუმცა თითო-ოროლა სიტყვას თითმის ყველა ჩრდილოდასავლეთ ევროპულ ენაზე ვიგებ.მაგიდაზე წითელი ხავერდის გადასაფერებელი აფენია. ექიმის წინ დიდი თეთრი ჟურნალი და ყვითელყდიანი წიგნი დევს წარწერით Köhler W. „Gestalt Psychology“, მის გვერდით რუსულენოვანი გამოცემა   Структура и функции коры большого мозга“. ამ ოთახში ნამდვილი ინტერნაციონალია. სხვა მხრივ განსაკუთრებული არაფერი, თუმცა ლიტერატურისა და თავის ტვინების ეს მრვალფეროვნება ნამდვილი ოაზისია იმ სამგლოვიარო გარემოსთან შედარებით, რაც ჰოსპიტალის მთელს დანარჩენ ნაწილშია. ფანჯრის მიღმა ბაღიდან გუგულის ხმა ისმის. მე ფანჯარასთან ვდგავარ. ქვევით პატარა ბაღი და ფანჩატურია.

to be continued…


დადა მანიფესტი

ტიციან ტაბიძე

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსულ რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთლი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რაშეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენეს
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში.. შეღბილი ინით თათარი
ატორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაობზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაია.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.

22 ოქტომბერი, 1923წ

წყარო: http://lib.ge/body_text.php?7360


ერთობა

ფრანც კაფკა

გერმანულიდან თარგმნა ხათუნა კოპალეიშვილმა

ხუთნი ვართ. ერთხელ ერთმანეთის მიყოლებით სახლიდან გამოვედით. ჯერ ერთი გამოვიდა და ჭიშკართან დადგა; მერე მეორე გამოვიდა, უფრო სწორად,  ვერცხლის წყალივით გამოსხლტა ჭიშკარიდან და პირველის შორიახლოს აიტუზა; მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე. ბოლოს ყველანი ერთ რიგში ჩავმწკრივდით. ხალხმა ყურადღება მოგვაქცია, ჩნვენსკენ ხელს იშვერდნენ და ამობდნენ: ,,ეს ხუთეული ახლხანს გამოვიდა ამ სახლიდან “. მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ. მშვიდად ვიცხოვრებდით, მეექვსე რომ წარამარა არ გვეჩრებოდეს. არაფერს გვიშავებს, მაგრამ თავს კი გვაბეზრებს და ესეც საკმარისია; რატომ ეკვეხება იქ სადაც ზედმეტად თვლიან? ჩვენ მას არ ვიცნობთ და არც გვსურს ჩვენს წრეში მივიღოთ. მართალია, ადრე არც ჩვენ ხუთნი ვიცნობდით ერთმანეთს და, თუ მოვისურვებთ, არც ახლა გვეცნობება ერთმანეთი. მაგრამ ის, რაც ჩვენ ხუთს შორისაა შესაძლებელი და ასატანი, მეექვსესთან შეუძლებელი და აუტანელია. გარდა ამისა, ჩვენ ხუთნი ვართ და არ გვსუს ექვსნი ვიყოთ. და საერთოდაც რა აზრი აქვს ამ გაუთავებელ ერთად ყოფნას. არც ჩვენი ხუთეულისთვის აქვს ამას რაიმე აზრი. მაგრამ რაკი ერთად ვართ, ასე დავრჩებით. ახალი ერთობა კი არ გვსურს, სწორედ ჩვენი გამოცდილების გამო. მაგრამ როგორ გინდა ყველაფერი ეს მეექვსეს გააგებინო. ახსნა-განმარტებანი ხომ თითქმის იმას ნიშნავს, ჩვენს წრეში მივიღოთ. უმჯობესია არც არაფერი ავუხსნათ და არც ჩვენს წრეში მივიღოთ. თუ ძალიან გაიბერა, ხელს ვკრავთ და გადავაგდებთ, მაგრამ რაც უნდა მოვინდომოთ, მაინც დაგვიბრუნდება.


სიკვდილის სუნი

დამესიზმრა, რომ თავი მომკვეთეს ანტიკვარული გილიოტინით. სადღაც მიმათრევდნენ, ძველ მუზეუმს ჰგავდა, ფილმებში ნანახ პირქუშ შენობას. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ საშინელებათა ფილმში ამოვყევი თავი, თუმცა სიკვდილი სულაც არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორსაც ველოდი. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც სხეული მომაშორეს. ნახევარი საათის შემდეგ მოპოვნა, ბებერმა დარაჯმა. სისხლის გუბე შეამჩნია და სიკვდილის სუნი.

მესმოდა, როგორ ტიროდნენ ვიღაცაები. შუა ოთახში იდო სხეული. შემოდიოდნენ უცნობები, ქალები იქვე სხდებოდნენ, მჭიდროდ დალაგებულ სკამებზე, მამაკაცები გადიოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ აივანზე. ბოლოს, სადღაც ბალახმოდებულ, ძველისძველ სასფლაოზე დამტოვეს მარტო და წავიდნენ.

მაგრად გამოთვრებოდნენ იმ დღეს, ალბათ. საკუთარ სხეულთან დარჩენა არ მინდოდა, მეშინოდა იმ პირქუში ადგილის. არადა, წასასვლელიც არსად იყო. თავი წარმოვიდგინე ყველასგან მიტოვებულ ადამიანად დედამიწაზე, ყველასგან უჩინარად და დავიწყებულად. ახლა უკვე მეც ვიგრძენი სიკვდილის სურნელება, მიტოვების სუნი ქონდა მას და დავიწყების.

სიტუაციის აღწერა შეიძლება, რას ვგრძნობდი უკვე ძალიან ძნელი სათქმელია. რაც ვიცოდი და როგორც მასწავლეს, ან ჯოჯოხეთში უნდა წავეთრიე რქებიან არსებას და სადმე ქვაბში მოვეხარშე, ან რბილ ბალახზე წამოწოლილს უნდა მესმინა ვიოლინის ხმისათვის დაუსრულებლივ. მე არავინ მომაკითხა. ისევ იქ ვიყავი სადაც დამტოვეს. მეღვიძება და საშინლად მიტოვებულად ვგრძნობ თავს, უკვე ორი დღეა დეპრესია მაქვს, მაგარი.

Author: Bat Moony


ჩ ა გ ხ დ ი

ვიღაცამ X სართულიდან გადმოგვაფურთხა
ჩვენ შემთხვევით გამვლელს დავენერწყვეთ.
მერე რა, თუ გამვლელის ბოქვენი გაქვს გაუცელავ ყანას.
ეს ჩვენს ფურთხს ვერ შეუშლის შიგ ჩაღწევას.
ჩვენს წინ ქუჩაზე ძაღლების ხროვამ გადაირბინა.
გზა ჯვარედინთან ერთმანეთი ხოცეს და ლოკეს
და მათი ქონით გალესილ კუდებს მიაჯლიგინებს გარე მოვაჭრე.
სახლში ბავშვებს ბუტერბროდს აჭმევს.

მარცხნივ ქუჩაზე კი ჰაერი ბიჭს კვეთს.
გადასასვლელთან გამელოტდება.
ჯიბით მიათრევს თავის სილუეტს
და ეჭვიც არ აქვს, რომ გახეულია.
რა იცის მან თუ აქვე მოკვდება.
დაბოლოლია ეს სიკვდილიც
შეაწუხეს და არ ასვენებენ.
ახლა ორივეს მაგრად გვეფსია!
არაფერია მოვითმენთ…არა!
მეზობლის სარეცხს მოუხდება ყვითელი ფერი,
ამ ზეწრებზე ბედნიერი სახეებით დაიძინებენ.

არ აქვს მნიშვნელობა სუიციდი მოგვიღებს ბოლოს თუ ბუასილი
დორბლიანი სიგარეტის გათავებას მაინც ვერ აიტანს კაცი
მერე რა თუ არცერთს არ გვაქვს პენისი და მაინც დავანძრევთ,
ისე რა აიტანს მის გამბურღველ ხვრინვას დღისით თუ ღამით.
ან რა აიტანს როცა გავგუდავ მერე მის სახეს.

პლასმასის ბოთლები ისევ უსასრულოდ ცვივა X სართულიდან,
მოელვარე ანტენები არხევენ 16 სართულიან კორპუსს
ღამის 3 საათზე თუ ჭერი გვენგრევა მეზობლის გამო
დავაშავეთ ჩვენ რამე, რომ მათ ორგაზმი ახლაც არ აქვთ?

მისი ვაგინა რითმიულად უერთდება უცხო პენისს
მათი წკმუტუნი არღვევს მდუმარებასა და გაფუჭებული საათის წიკწიკს.
ნახევრად მშრალი პირის ღრუები ფართოდ იღებიან
და უორთქლდებათ ყველა სიტყვა სანამ მოაღწევს ჩემს ნატკენ ტვინამდე.
ვცდილობ ვიფიქრო, მეც ლამაზი ვარ შიშველი თუ უფრო
და გადავწყვეტ შევამოწმო თითების რიცხვი, ვითვლი და ვითვლი
სადღაც მეცხრე თით- ნახევარზე ათავებენ და ქალი ისევ იწყებს ხვრინვას.

არა, ჩვენ პრობლემები არ გვაქვს!
აიწიე ტრუსი.

 

© Birdy & wet sparrow