Tag Archives: მეტალიკა

99 პალატა

ოდესღაც თეთრად შეღებილ კედლებს ალაგალაგ აქვს შერჩენილი შპალერი. თეთრ ფონზე წითელი ლაქები, უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს, რაღაც საშიშ საიდუმლოს ინახავენ ეს კედლები. შეიძლება არც არაფერი იყოს მაგრამ დამერწმუნეთ საშინელი სანახავია მიტოვებული საავადმყოფო, მით უმეტეს ფსიქიატრული, 99 პალატით სიმბოლურად.
იატაკიც პირქუშად გამოიყურება, და გისოსიანი ფანჯრებიც. ალაგალაგ გაღუნული რკინის რიკულებით და ჩამსხვრეული მინებით.

საადმყოფო აქვეა, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს. ერთ დიდ ქუჩას გადაივლი და მიადგები დიდი ბოქლომით დაკეტილ კარს, მაგრამ გვერდით ფანჯრიდან ადვილად შეგიძლია გადაძვრე და პირქუში სანახაობით კიდევ ერთხელ დატკბე და უსმინო მეტალიკას. არცეთ მუსიკა ისე არ შეეფერება აქაურობას, როგორც I’m evil. იმდენად ახლოა სიტუაცია ჩემთან რომ შემიძლია მთელი ჩემი ზიზღი და ბოღმა აქ დავტოვო, დავცალო და ისევ გარეთ გამოვიდე.

არასოდეს ვყოფილვარ აქ ვინმესთან ერთას, ეს ჩემი საიდულმო ადგილია, ჩემი იდუმალი, მისტიკური სამოსახლო. Continue reading