Tag Archives: ღმერთი

99 პალატა

ოდესღაც თეთრად შეღებილ კედლებს ალაგალაგ აქვს შერჩენილი შპალერი. თეთრ ფონზე წითელი ლაქები, უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს, რაღაც საშიშ საიდუმლოს ინახავენ ეს კედლები. შეიძლება არც არაფერი იყოს მაგრამ დამერწმუნეთ საშინელი სანახავია მიტოვებული საავადმყოფო, მით უმეტეს ფსიქიატრული, 99 პალატით სიმბოლურად.
იატაკიც პირქუშად გამოიყურება, და გისოსიანი ფანჯრებიც. ალაგალაგ გაღუნული რკინის რიკულებით და ჩამსხვრეული მინებით.

საადმყოფო აქვეა, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს. ერთ დიდ ქუჩას გადაივლი და მიადგები დიდი ბოქლომით დაკეტილ კარს, მაგრამ გვერდით ფანჯრიდან ადვილად შეგიძლია გადაძვრე და პირქუში სანახაობით კიდევ ერთხელ დატკბე და უსმინო მეტალიკას. არცეთ მუსიკა ისე არ შეეფერება აქაურობას, როგორც I’m evil. იმდენად ახლოა სიტუაცია ჩემთან რომ შემიძლია მთელი ჩემი ზიზღი და ბოღმა აქ დავტოვო, დავცალო და ისევ გარეთ გამოვიდე.

არასოდეს ვყოფილვარ აქ ვინმესთან ერთას, ეს ჩემი საიდულმო ადგილია, ჩემი იდუმალი, მისტიკური სამოსახლო. Continue reading


ერთობა

ფრანც კაფკა

გერმანულიდან თარგმნა ხათუნა კოპალეიშვილმა

ხუთნი ვართ. ერთხელ ერთმანეთის მიყოლებით სახლიდან გამოვედით. ჯერ ერთი გამოვიდა და ჭიშკართან დადგა; მერე მეორე გამოვიდა, უფრო სწორად,  ვერცხლის წყალივით გამოსხლტა ჭიშკარიდან და პირველის შორიახლოს აიტუზა; მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე. ბოლოს ყველანი ერთ რიგში ჩავმწკრივდით. ხალხმა ყურადღება მოგვაქცია, ჩნვენსკენ ხელს იშვერდნენ და ამობდნენ: ,,ეს ხუთეული ახლხანს გამოვიდა ამ სახლიდან “. მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ. მშვიდად ვიცხოვრებდით, მეექვსე რომ წარამარა არ გვეჩრებოდეს. არაფერს გვიშავებს, მაგრამ თავს კი გვაბეზრებს და ესეც საკმარისია; რატომ ეკვეხება იქ სადაც ზედმეტად თვლიან? ჩვენ მას არ ვიცნობთ და არც გვსურს ჩვენს წრეში მივიღოთ. მართალია, ადრე არც ჩვენ ხუთნი ვიცნობდით ერთმანეთს და, თუ მოვისურვებთ, არც ახლა გვეცნობება ერთმანეთი. მაგრამ ის, რაც ჩვენ ხუთს შორისაა შესაძლებელი და ასატანი, მეექვსესთან შეუძლებელი და აუტანელია. გარდა ამისა, ჩვენ ხუთნი ვართ და არ გვსუს ექვსნი ვიყოთ. და საერთოდაც რა აზრი აქვს ამ გაუთავებელ ერთად ყოფნას. არც ჩვენი ხუთეულისთვის აქვს ამას რაიმე აზრი. მაგრამ რაკი ერთად ვართ, ასე დავრჩებით. ახალი ერთობა კი არ გვსურს, სწორედ ჩვენი გამოცდილების გამო. მაგრამ როგორ გინდა ყველაფერი ეს მეექვსეს გააგებინო. ახსნა-განმარტებანი ხომ თითქმის იმას ნიშნავს, ჩვენს წრეში მივიღოთ. უმჯობესია არც არაფერი ავუხსნათ და არც ჩვენს წრეში მივიღოთ. თუ ძალიან გაიბერა, ხელს ვკრავთ და გადავაგდებთ, მაგრამ რაც უნდა მოვინდომოთ, მაინც დაგვიბრუნდება.


სიკვდილის სუნი

დამესიზმრა, რომ თავი მომკვეთეს ანტიკვარული გილიოტინით. სადღაც მიმათრევდნენ, ძველ მუზეუმს ჰგავდა, ფილმებში ნანახ პირქუშ შენობას. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ საშინელებათა ფილმში ამოვყევი თავი, თუმცა სიკვდილი სულაც არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორსაც ველოდი. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც სხეული მომაშორეს. ნახევარი საათის შემდეგ მოპოვნა, ბებერმა დარაჯმა. სისხლის გუბე შეამჩნია და სიკვდილის სუნი.

მესმოდა, როგორ ტიროდნენ ვიღაცაები. შუა ოთახში იდო სხეული. შემოდიოდნენ უცნობები, ქალები იქვე სხდებოდნენ, მჭიდროდ დალაგებულ სკამებზე, მამაკაცები გადიოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ აივანზე. ბოლოს, სადღაც ბალახმოდებულ, ძველისძველ სასფლაოზე დამტოვეს მარტო და წავიდნენ.

მაგრად გამოთვრებოდნენ იმ დღეს, ალბათ. საკუთარ სხეულთან დარჩენა არ მინდოდა, მეშინოდა იმ პირქუში ადგილის. არადა, წასასვლელიც არსად იყო. თავი წარმოვიდგინე ყველასგან მიტოვებულ ადამიანად დედამიწაზე, ყველასგან უჩინარად და დავიწყებულად. ახლა უკვე მეც ვიგრძენი სიკვდილის სურნელება, მიტოვების სუნი ქონდა მას და დავიწყების.

სიტუაციის აღწერა შეიძლება, რას ვგრძნობდი უკვე ძალიან ძნელი სათქმელია. რაც ვიცოდი და როგორც მასწავლეს, ან ჯოჯოხეთში უნდა წავეთრიე რქებიან არსებას და სადმე ქვაბში მოვეხარშე, ან რბილ ბალახზე წამოწოლილს უნდა მესმინა ვიოლინის ხმისათვის დაუსრულებლივ. მე არავინ მომაკითხა. ისევ იქ ვიყავი სადაც დამტოვეს. მეღვიძება და საშინლად მიტოვებულად ვგრძნობ თავს, უკვე ორი დღეა დეპრესია მაქვს, მაგარი.

Author: Bat Moony