Tag Archives: ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთი თუ კაცობრიობის ევოლუცია Zdzislaw Beksinski

რა არის ეს, ჯოჯოხეთი, თუ კაცობრიობის ევოლუციური განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი… ეს შემზარავი და დამთრგუნველია. მისი ავტორია ზდეისლავ ბეკსინსკი, რომლის შემოქმედებასაც უფრო სრული სახით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საიტზე. საიტის მთავარ გვერდზე დახატული ნაგებობის მარჯვენა მხარეს განლაგებული პატარა შავი რგოლებით კი შეგიძლიათ იმოგზაუროთ შემოქმედის ჯოჯოხეთურ სამყაროში.

ახლა კი თვითონ ავტორის შესახებ. ბეკსინსკი დაიბადა სანოკში, პოლონეთის სამხრეთში. 1955 წელს კრაკოვის უნივერსიტეტში არქიტექტურული განათლების მიღების შემდეგ, ის დაბრუნდა სანოკში. ამის შემდეგ რამდენიმე წელიწადი ის მუშაობდა ბრიგადირად მშენებლობაზე. ამ სამსახურს ის ვერ იტანდა. ამ პერიოდში ბეკსინსკის ყურადღებას იპყრობს მხატვრული ფოტოგრაფია, ფოტომონტაჟი, ინტერესდება სკულპტურითა და ფერწერით. ის ერთობ ნოვატორი მხატვარი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კომუნისტური ქვეყნისთვის. ზდეისლავი ქმნის სკულპტურებს თაბაშირის, ლითონისა და მავთულისაგან. ბეკსინსკის ფოტოგრაფიული ნამუშევრები სტილისტურად ძალიან ჰგავდა მის სამომავლო ნამუშევრებს  ფერწერაში, რომელიც წარმოადგენდა დანაოჭებული სახის გამოსახულებას, მრუდე ლანდშაფტს, ობიექტებს ძალიან ხორკლიანი ზედაპირით, ეფექტი რომლისგანაც თამაშით ძლიერდებოდა სინათლის წყაროსა და ჩრდილის ეფექტი. მის ფოტონამუშევრებს შორის ასევე შეხვდებით მრავალფეროვან უმძიმეს გამოსახულებას, როგორიც არის დამახინჯებული თოჯინა დაფხრეწილი სახით, უსახო ან და მთლიანად დაბინტული ადამიანების პორტეტები და სხვა.

მოგვიანებით ბეკსინსკიმ თავისი შემოქმედებითი ძალების კონცეტრირება მოახდინა ფერწერაში. მისი პირველი ნახატები ეხებოდა აბსტრაქტულ ხელოვნებას, მაგრამ სამოცდაათანი წლების განმავლობაში ის სულ უფრო მეტად იხრებოდა სურეალიზმისაკენ. 1970-იანი წლებიდან ბეკსინსკიმ ფეხი შედგა პერიოდში, რომელსაც ის თავად “ფანტასტიკურს” უწოდებს, ეს გრძელდება 80-იანი წლების ბოლომდე. ეს მხატვრის შემოქმედების მეტ-ნაკლებად ცნობილი პერიოდია, როდესაც ის ქმნის თავის ყველაზე სახელგანთქმულ შთამბეჭდავ სახეებს, რომელიც სურეალისტურად იყო გამოხატული, პოსტაპოკალიფტური ნახატები სიკვდილის სცენებით, რღვევით, დაშლით, პეზაჟიზები უამრავი ჩონჩხით, დამახინჯებული სხეულებით, უდაბნოებით. ეს ყველაფერი იყო დახატული მისთვის დამახასიათებელი ყურადღებით უმცირესი დეტალებისადმიც კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებოდა უხეში, მრუდე ზედაპირის მქონე გამოსახულებებს. მხატვრის ნამუშევრები ხშირ შემთხვევაში ერთობ დიდი ზომისაა და რიგ შემთხვევაში მოგაგონებთ ავსტრიელი მხატვრის ერნესტ ფუქსის (Ernst Fuchs) ზოგიერთ ნამუშევარს თავისი ჩანაფიქრითა და თითქმის მანიაკალური ყურადღებით მცირე დეტალებისადმი.  მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლს შთაბეჭდილება რჩება, რომ ზდეისლავი ეტრფის წვდიადს, თავად მხატვარი მიიჩნვდა, რომ მისი შემოქმედება სათანადოდ არ არის გაგებული. მისი აზრით ნამუშევრების დიდი ნაწილი საკმაოდ ოპტიმისტური და მხიარულიც კია.

ბეკსინსკის პრაქტიკულად ყველა გამოფენა წარმატებით მიმდინარეობდა. ვარშავის პრესტიჟული გამოფენა 1964 წელს მიიჩნევა მის პირველ სერიოზულ წარმატებად, რამდენადაც საგამოფენოდ გატანილი ყველა ნამუშევარი გაიყიდა. 80-იან წლებში მის შემოქმედებას გაეცნო საფრანგეთი,  მოგვიანებით იგი უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა  დასავლეთ ევროპის დანარჩენ ქვეყნებშიც, ასევე იაპონიასა და შეერთებულ შტატებში.

ის 1977 წელს, ვარშავაში საცხოვრებლად გადასვლის წინ, თავისი სახლის უკანა ეზოში წვავს ნახატების რჩეულ ნაწილს, ისე რომ მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას აღარ ტოვებს. მოგვიანებით ბეკსინსკი განმარტავს, რომ ამ ნამუშევრების ერთი ნაწილი  “ზედმეტად პირადული” იყო, სხვა ფრიად არადამაკმაყოფილებელი და მას არ უნდოდა რომ ისინი ხალხს ენახა. 80-იანი წლები გარდამავალი
აღმოჩნდა მისი შემოქმედებისთვის. ადრეული ოთხმოცდაათიანების ნაწარმოებები ასახავდა ძირითადად სურეალისტური პორტრეტების სერიასა და ჯვრებს. ისინი  ბევრად უფრო მდიდარი იყო დეტალებით, ვიდრე “ფანტასტიკური პერიოდის” ნამუშევრები, მაგრამ არანაკლებად დამაჯერებელი და ძლიერი. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მხატვარი ინაცვლებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში, ინტერნეტში, ციფრულ ფოტოგრაფიაში, სადაც ის კონცენტრირდება სიცოცხლის ბოლომდე.

ბეკიკსინსკი ნამუშევრებს ასრულებდა ყოველთვის ორიდან ერთ-ერთ მანერაში, რომელსაც თავად უწოდებდა ბაროკოულსა და გოთიკურს. პირველ მანერაში დომინირებდა სისავსე, მეორეში კი – ფორმა. მხატვრის სიცოცხლის უკანასკნელ ხუთ წელიწადში შექმნილი ნახატები ძირითადად “გოთიკური” მანერის იყო. გვიანი ოთხმოცდაათიანები უმძიმესი პერიოდი აღმოჩნდა შემოქმედის ცხოვრებაში. 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე სოფია, ერთი წლის შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა ვაჟმა ტომაშმა (Tomasz Beksiński) (პოპულარული რადიოწამყვანი, მუსიკალური ჟურნალისტი და კინომთარგმნელი). მისი სხეული იპოვა თავად ზდეისლავ ბეკსინსკიმ.  ზდეისლავი ვერ შეურიგდა შვილის სიკვდილს და იანახავდა კონვერტს “ტომეკისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ფეხებს გავფშიკავ”, რომელიც კედელზე იყო მიმაგრებული.

2005 წლის 22 თებერვალს ბეკსინსკი გარდაცვლილი იპოვეს თავის ვარსავის ბინაში. მის სხეული იყო 17 ნაპობი ჭრილობა, რომელთაგან ორიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამის სემდეგ მალევე დააპატიმრეს მისი სახლის კოენდანტის არასრულწლოვანი შვილი (რომელიც შემდგომ დამნაშავედ ცნეს)და მისი მეგობარი. ცნობილია, რომ ცოტა ხნით ადრე მკვლელობამდე, ბეკსინსკიმ უარი უთხრა ახალგაზრდას ფულის სესხებაზე.


სიკვდილის სუნი

დამესიზმრა, რომ თავი მომკვეთეს ანტიკვარული გილიოტინით. სადღაც მიმათრევდნენ, ძველ მუზეუმს ჰგავდა, ფილმებში ნანახ პირქუშ შენობას. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ საშინელებათა ფილმში ამოვყევი თავი, თუმცა სიკვდილი სულაც არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორსაც ველოდი. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც სხეული მომაშორეს. ნახევარი საათის შემდეგ მოპოვნა, ბებერმა დარაჯმა. სისხლის გუბე შეამჩნია და სიკვდილის სუნი.

მესმოდა, როგორ ტიროდნენ ვიღაცაები. შუა ოთახში იდო სხეული. შემოდიოდნენ უცნობები, ქალები იქვე სხდებოდნენ, მჭიდროდ დალაგებულ სკამებზე, მამაკაცები გადიოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ აივანზე. ბოლოს, სადღაც ბალახმოდებულ, ძველისძველ სასფლაოზე დამტოვეს მარტო და წავიდნენ.

მაგრად გამოთვრებოდნენ იმ დღეს, ალბათ. საკუთარ სხეულთან დარჩენა არ მინდოდა, მეშინოდა იმ პირქუში ადგილის. არადა, წასასვლელიც არსად იყო. თავი წარმოვიდგინე ყველასგან მიტოვებულ ადამიანად დედამიწაზე, ყველასგან უჩინარად და დავიწყებულად. ახლა უკვე მეც ვიგრძენი სიკვდილის სურნელება, მიტოვების სუნი ქონდა მას და დავიწყების.

სიტუაციის აღწერა შეიძლება, რას ვგრძნობდი უკვე ძალიან ძნელი სათქმელია. რაც ვიცოდი და როგორც მასწავლეს, ან ჯოჯოხეთში უნდა წავეთრიე რქებიან არსებას და სადმე ქვაბში მოვეხარშე, ან რბილ ბალახზე წამოწოლილს უნდა მესმინა ვიოლინის ხმისათვის დაუსრულებლივ. მე არავინ მომაკითხა. ისევ იქ ვიყავი სადაც დამტოვეს. მეღვიძება და საშინლად მიტოვებულად ვგრძნობ თავს, უკვე ორი დღეა დეპრესია მაქვს, მაგარი.

Author: Bat Moony