99 პალატა

ოდესღაც თეთრად შეღებილ კედლებს ალაგალაგ აქვს შერჩენილი შპალერი. თეთრ ფონზე წითელი ლაქები, უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს, რაღაც საშიშ საიდუმლოს ინახავენ ეს კედლები. შეიძლება არც არაფერი იყოს მაგრამ დამერწმუნეთ საშინელი სანახავია მიტოვებული საავადმყოფო, მით უმეტეს ფსიქიატრული, 99 პალატით სიმბოლურად.
იატაკიც პირქუშად გამოიყურება, და გისოსიანი ფანჯრებიც. ალაგალაგ გაღუნული რკინის რიკულებით და ჩამსხვრეული მინებით.

საადმყოფო აქვეა, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს. ერთ დიდ ქუჩას გადაივლი და მიადგები დიდი ბოქლომით დაკეტილ კარს, მაგრამ გვერდით ფანჯრიდან ადვილად შეგიძლია გადაძვრე და პირქუში სანახაობით კიდევ ერთხელ დატკბე და უსმინო მეტალიკას. არცეთ მუსიკა ისე არ შეეფერება აქაურობას, როგორც I’m evil. იმდენად ახლოა სიტუაცია ჩემთან რომ შემიძლია მთელი ჩემი ზიზღი და ბოღმა აქ დავტოვო, დავცალო და ისევ გარეთ გამოვიდე.

არასოდეს ვყოფილვარ აქ ვინმესთან ერთას, ეს ჩემი საიდულმო ადგილია, ჩემი იდუმალი, მისტიკური სამოსახლო. Continue reading


რა უნდა ერქვას, არაფერი :/

გააჩნია რით ვაშენებთ სახლებს ბატონებო
საკვირველია აქამდე რომ ვერ მოვიფიქრეთ
მკვდრებით აგვეგო ერთი ქალაქი.
ეს სიმყრალეც მაშინ უფრო ბუნებრივად
გამოჩნდებოდა.
მკვდრები მაინც დაგვავიწყებდნენ საკუთარ სუნს.
ბედნიერად ვიცხოვრებდით მკვდარ სახლებში.
გააჩნია რას მიირთმევთ, რას სვამთ
სისხლს და ხორცს საუზმეზე რა სეედრება.
რიგ-რიგობიით დავკლათ ხეები
დახოცოთ შროშანები და ჩიტის ბუმბულით
მოვურიოთ ღვთაებრივ სადილს.
მოვაწყოთ აქცია, გამოვიდეთ პროტესტით
და რომ გვკითხავენ “რა გვინდა”
მასხრად ავიგდოთ.
ყველა ბრბოდ მოვიხსენიოთ, საკუთარი თაავის გარდა
გავირიყოთ, მივიღოთ
სასოწარკვეთილი სახეები
და ვთქვათ რომ მასა ვერ გვიგებს, რომ ჩვენ
განსაკუთრებულები ვართ.
უსასრულოდ ბევრი ვილაპარაკოთ სუიციდზე
და მოვისმინოთ, როგორ ცდილობენ
ჩვენს გადაბირებას.
არ შევიმჩნიოთ, რომ სიკვდილის ხსენებაზეც
სინოტივეს ვგრძნობთ და თვალები გვეყინება.
მივატოვოთ ოჯახები, მეგობრები და წვაიდეთ
საკუთარი თავის საძებნელად.
იქიდან დავბრუნდეთ, პროფესორები და სათვალიდან გადმოვხედოთ
ყოფილ ახლობლებს.
ვთქვათ რომ ჩვენ უკეთესი ახლაგაზრდები ვიყავით
და გავხდეთ ვეგეტარიანელები
არავინ ვჭამოთ-ერთმანეთის გარდა,
დაგვესიზმროს ფული და ვთქვათ, რომ ყოველ ღამე
კენიაში მოშიმშილე ბავშვებზე ვდარდობთ.
ოპტიმისტური განწყობა სხვებსაც გადავდოთ
და ვიყვიროთ, რომ სამყაროს შევცვლით.
ბუნებრივი სიკვდილის წინ, კი როცა სარკეში ჩაგვახედებენ
ამაყად განვაცხაოთ, რომ თავის დროზე
უნდა მოგვეფსა და დაგვეძინა!!!

© Birdy & Wet Sparrow


Sammy – nothing in this world would make him stay

დღეს კიდევ ერთი ყვითელი დღე გათენდა. Sam, ხომ ხედავ სიყვითლეშიც არ მავიწყდები.
მე უსასრულოდ ვიმეორებ შენს სახელს ვაკუუმში.

Letter for Sammy

Sam გახსოვს ჩემი აქვარიუმი? თუ რამდენი  თევზი დაცურავდა. უსათუოდ უნდა გახსოვდეს კაქტუსი, ჩემი თევზი. ის ხომ გამორჩეულად მოგწონდა.
0
“Sammy boy, don’t you know who you are?

Why can’t you be happy at the Emerald Bar?”
1
სემ, კაქტუსს სუიციდი აწუხებს. ნეტა განახა რა ძლიერად ხტება წყლიდან – ჰაერში, მფრინავს რა ნეტარი სახე აქვს ხოლმე. მეტლახზე დაცემის შემდეგ, თუ როგორ ცდილობს გაექცეს ჩემს ხელებს.
2
pass me the cigarette
3
ჰო, მიდი სემ უყურე! როგორ იხოცებიან ჩემი თევზები. არ მახსოვს, გიამბე თუ არა ჩემს ალტერ ეგოზე. თუმცა გადავიფიქრე…
4
აქვარიუმში უკვე ყველა თევზი ამოწყდა კაქტუსის გარდა.
ისევ გელოდება.
იცის არ მოხვალ, მაგრამ მაინც…
კაქტუსს არ უთქვამს, მაგრამ შენს გამო აწუხებს სუიციდი ალბათ.
იცი, სემ ხანდახან მგონია კაქტუსს ლაყუჩები კი არა ფილტვები აქვს.
სემ, სემ! რამდენი მაქვს სათქმელი, მაგრამ არ ამოდის….

give me the cigarette.
5
მადლობას გიხდი წერილისთვის, რომელშიც ისევ არაფერი წერია.^^
სემ, ჩემს ფიქრებს, ისევე როგორც შენსას ქერტლის სუნი აქვთ.
შენ ხომ.. ჩემი ალტერ ეგო ხარ.
6
არასოდეს აფასებდნენ შენს თეთრად გადაღებილ ხელებს… :/
7
სემ, ნამდვილად სჯობს, რომ შორს იყო.
give me the fucking cigarette Sam! |-(
8
Sam Sam აღიარე, რომ მარქსისტი ხარ. 😀 აღიარე, რომ მოკვდი! ჩემშიც და შენშიც…
9
შენ მეგობარი ხარ.
კაქტუსი გარდა–იცვალა…
10
გამთიშე და იბატონე.
11
სამშაბათს გაიგებ, რომ მეგობარი თვითმკვლელი გყავდა,
რომ მეც და კაქტუსს დასაკარგი უკვე აღარაფერი გვაქვს.
შენ ჯერ კიდევ არაფერი იცი, სემ..
12
spread your little wings and fly away, far away…

Sammy boy you’re a free man!.

(2009)

 


METRO (MINIATURA)

წვიმის წვეთებმა წყნარად შეწყვიტეს ჩემს მხრებზე კვდომა (და ახლა ქუჩებში კვდება ნოემბერი)

21:04 გვირაბის ბოლოს, როგორც არაფერი ყველასგან განსხვავებით სიგარეტის ღერებთან ჩუმად ვამყარებ ფიზიკურ კავშირს და ვერ გადმოცემულ განცდებით, სისხლით ვწერ არგამოშვებულ გაზეთებში თუ როგორ ჩასახლდნენ ჩემი ფიქრების შავ-თეთრ ტყეებში უცხო ნიღბიანი არსებები, რომლებსაც იცნობენ მხოლოდ სიზმრები, რომლებმაც უმოწყალოდ დახოცეს ყველა მიზეზი ჩემი ღიმილის. 21:05 მე უკვე აღარ მაქვს უნარი მოთბინების,  რადგან მივხვდი, რომ დღესაც არ სცალია ღმერთს ჩემთვის და ამაზე ფიქრი ისე მძიძგნის, როგორც არწივები ძიძგნიან ზეცას. დღეს მეთვითონ მომიწევს ყველა სულიერი არსება, რომელსაც შეუძლია გულის ტკენა მოვათავსო ოთხკუდხედ ყუთში, ლოდებთან ერთად მოვიკიდო ზურგზე და მივეცე იმ ოკეანეს, რომლის ლურჯ ტალღებსაც გამოაქვთ ნაპირებზე მკვდარი ცხენები. 21:06 კედელს ამოფარებული თვალების ცეცებით, კედლებზევე დავეძებ ჩემს ფსიქიკურად მოშლილ სამყაროსადმი კავშირს, რომელმაც ვგრძნობ რომ დამტოვა და თავად გამხადა ფსიქიკურად მოშლილი. მე უკან მივყვები ფურცლებს, რომლებსაც აღელვებული ჰაერი აქეთ-იქით დაასეირნებს. უაზროდ განვიცდი როგორ მიყურებს ასობით უცხო თვალი… რაღაც დაკვირვებით, რაღაც ჩამწვდომი მზერით. ალბათ არასდროს უნახავთ მამაკაცი, რომელიც ტუჩების არმოძრაობით ესაუბრება საკუთარ ლანდებს. 21:07 ნერვიული სვლებით ვაგრძელებ მოძრაობას. ლოდინმა თავისი დამღლელი შეგრძნებით მთლიანად გადაკეტა სასუნთქი მილები და არმობრუნებული ისედაც კარგად ვხედავ, თუ რა დიდი მანძილით გავცდი სიმშვიდეს. ჩემი გონება წამში ათასამდე წერილობით შეტყობინებას იღებს, იმის შესახებ თუ როგორ დაირღვა ჩემში ყველაფერი, როგორ იცვლიან ადგილებს ორგანიზმები და როგორ არავის უნახავს სად წავიდა ჩემი გული. 21:08 არსაიდან მოვარდნილი შემზარავი ხმები, როგორც მიწას ისე თხრიან ხელებით ჩემს ტვინს. გვირაბის ბოლოდან გამოჩნდა თეთრი თვალები, კედლებმა ნერვული განცდებით დაიწყეს კანკალი, ლიანდაგები შეშლილი სახეებით ამოცვივდნენ გვირაბიდან, როგორც მუმიები  და შეშინებული ხელებით მოეჭიდნენ ესკალატორებს. მე გამეღიმა, რადგან ცხოვრებაში პირველად გადავლახე ამდენ ადამიანთან ერთად, ერთი რაღაცისადმი მოლოდინი. მე………

21:09 -გამარჯობა! მე ალიენდე ლევინი ვარ.

-გაგიმარჯოს! მე ჟან ჟაკ ალფონსი გახლავარ.

-ისე თუ დააკვირდებით მხოლოდ ჩვენ ორნი ვზივართ მთლიან ვაგონში…

– ხო, ალბათ დღეს მხოლოდ ჩვენ ორნი მოვკვდით!!!

© zodiak


TO ALFRED, WHO DIED, ANU MEORE FERI SHAVI

1.

ამინდები არის ვერტიკალური

და ჩვენ უეცარი შიშით ვიღვიძებთ.

ვგრძნობთ,

რომ ის ახლა პირველი არა,

მესამე ქუჩიდან იწყებს მიტოვებულ ბინებში კედლების ლოკვას

და ხვნეშის როგორც ძაღლი.

მე მესმის სიფხიზლემდე ჩავლილი ვაგონების ყრუ ხმაური,

ძარღვებივით რომ გაითრია ქალაქიდან ათასი უმისამართო ადამიანი

და მათზე გამობმული ბოძები,

ავადმყოფური განცხადებებით სავსე.

2.

ვიმეორებ, რომ არ აღწევს შუქი კორიდორებში და ვქანაობ ადგილზე, და მინდა რომ სახეში ვუყურებდე იმ თეთრკანიან ქალს, ცხელი აფრიკის ერთ-ერთ ქალაქში რომ აუპატიურებენ და ვუგზავნიდე წერილებად უცნობ მისამართებს, თუ რას ფიქრობს ახლა ის თავის ღმერთზე.

ვიმეორებ, რომ შეხედვისთანავე მოვა ხმაური ან არასდროს და ჩვენ ყველას აღნიშნულ საათებში მოგვთხოვენ პასუხს.

3.

გავრბივართ

გავრბივართ

გავრბივართ,

მერე ვჩერდებით,

ვჯდებით უკანა სკამზე

და ვკითხულობთ გაზეთებს.

 

4.

გამაღვიძე, მითხარი, რომ გავცდით, რომ ის იდგა მისი სხეულის გვერდით და როცა ჩვენ მას ჩავუარეთ, ვგრძნობდით სირცხვილს ჩვენივე თავის მიმართ და გვეშინოდა, რომ ჩვენ მას ხვალაც ასე ჩავუვლიდით და ჩვენ ვიცხოვრებით. სახლებში, კაფეებში, მანქანებში, ავტობუსებში, პალატებში, ადამიანებში და ასე: სანამ შემთხვევითი შეხება არ გამოგვაფხიზლებდა და ვიყვირებდით, რომ ჩვენ გარდაუვალი ომი შეგვჭამს და ის ისევ იქ იდგება წელიწადობით, სანამ ასე შვიდასმესამედ არ ჩავუვლით, სანამ ისევ არ გამაღვიძებ და მეტყვი, რომ ჩვენ მას გავცდით.

 

5.

გავრბივართ

გავრბივართ

და გვესმის

და ვისმენთ

და გამორთე რადიო როცა მე არ ვსაუბრობ.

 

6.

ამინდები არის!

ჩვენ ვიძინებთ.

ფანჯრები ღიაა, აქვთ ხეებს და მუქი

და ის მოძრაობს,

დაყვება ადამიანებს, რომლებიც ანთებული ჩირაღდნებით ხელში

იკრიბებიან ჩემს სახლთან და ერთხმად, გადაბმულად ყვირიან:

სიკვდილი ალფრედს! სიკვდილი ალფრედს!

ალფრედს, რომელიც დაიღუპა და დადის.

 

7.

დღეს სახლები უფრო გაწელილი მეჩვენება ვიდრე საუბრები, მერე ვბრუნდები ათასი წვრილმანებით გავსებული და პირიდან გადმომაქვს მაგიდები. დაბრძანდით, ვეუბნები და მივდივარ.

 

© zodiaki


ზეგამტარობა

სიცოცხლისგან დაცლილ ქალაქში აჩრდილები დაძრწიან. მეც მკვდარს ვაჯავრებ.

დავფრინავ ქუჩებში სადაც სულიერება არ იგრძნობა, აქ ყოველი შემხვედრის სახე ყინულზე უფრო ცივია, აქ ადამიანებს არც გული, არც ხელები აღარ აქვთ, ზომბებივით დაძრწიან ჩემი თვალებიდან შენს თვალებში, შეიძლება ჩემი სხეულიდან შენს სხეულშიც.

დრო არ არსებობს..დრო დიდი ხანია ყველას სახეზე მიახმა და მიეყინა. აქ ყველამ ერთად მოკლა ღმერთი და რადგანაც ღმერთი მკვდარია ღმერთთან ერთად რწმენაც და იმედიც გადაიკარგა.

(ღმერთი მოკვდა და არა გარდა-იცვალა.)

იცით, აქ სუნთქვის დროს ჰაერი სულაც არ ეხარჯებათ. საკითხავია სუნთქავენ თუ არა საერთოდ.

ზომბები ძალწირებს უფრო ჰგვანან ვიდრე მკვდრებს.

დავდივარ უაზრო, გაყინული, შეშფოთებული ხელებით, ჩემი სახე მკვდრის სახეს უფრო ჩამოჰგავს ვიდრე ცოცხლისას. დავდივარ უაზროდ მშვიდად, გრძნობებისგან დაცლილი.

მე პრობლემები სულაც არ მაქვს..ხანდახან ელენთის ზემოთ, ფილტვებს შორის მარცხნივ რაღაც მწიწკნის, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

არა, აქ პარალელური კი არა მიმდევრობითი ჩართვებია..

ერთადერთი ქრისტიანი ვინც იყო ჯვარზე გააკრეს.

შენ, შენ მაინც ხედავ, რომ (გამტარის) წინაღობა უკვე ნულამდე შემცირდა?

ტემპერატურა -78,5C-ია

ღმერთი მოკვდა..

ღმერთი მოკვდა…

 


ჯოჯოხეთი თუ კაცობრიობის ევოლუცია Zdzislaw Beksinski

რა არის ეს, ჯოჯოხეთი, თუ კაცობრიობის ევოლუციური განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი… ეს შემზარავი და დამთრგუნველია. მისი ავტორია ზდეისლავ ბეკსინსკი, რომლის შემოქმედებასაც უფრო სრული სახით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საიტზე. საიტის მთავარ გვერდზე დახატული ნაგებობის მარჯვენა მხარეს განლაგებული პატარა შავი რგოლებით კი შეგიძლიათ იმოგზაუროთ შემოქმედის ჯოჯოხეთურ სამყაროში.

ახლა კი თვითონ ავტორის შესახებ. ბეკსინსკი დაიბადა სანოკში, პოლონეთის სამხრეთში. 1955 წელს კრაკოვის უნივერსიტეტში არქიტექტურული განათლების მიღების შემდეგ, ის დაბრუნდა სანოკში. ამის შემდეგ რამდენიმე წელიწადი ის მუშაობდა ბრიგადირად მშენებლობაზე. ამ სამსახურს ის ვერ იტანდა. ამ პერიოდში ბეკსინსკის ყურადღებას იპყრობს მხატვრული ფოტოგრაფია, ფოტომონტაჟი, ინტერესდება სკულპტურითა და ფერწერით. ის ერთობ ნოვატორი მხატვარი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კომუნისტური ქვეყნისთვის. ზდეისლავი ქმნის სკულპტურებს თაბაშირის, ლითონისა და მავთულისაგან. ბეკსინსკის ფოტოგრაფიული ნამუშევრები სტილისტურად ძალიან ჰგავდა მის სამომავლო ნამუშევრებს  ფერწერაში, რომელიც წარმოადგენდა დანაოჭებული სახის გამოსახულებას, მრუდე ლანდშაფტს, ობიექტებს ძალიან ხორკლიანი ზედაპირით, ეფექტი რომლისგანაც თამაშით ძლიერდებოდა სინათლის წყაროსა და ჩრდილის ეფექტი. მის ფოტონამუშევრებს შორის ასევე შეხვდებით მრავალფეროვან უმძიმეს გამოსახულებას, როგორიც არის დამახინჯებული თოჯინა დაფხრეწილი სახით, უსახო ან და მთლიანად დაბინტული ადამიანების პორტეტები და სხვა.

მოგვიანებით ბეკსინსკიმ თავისი შემოქმედებითი ძალების კონცეტრირება მოახდინა ფერწერაში. მისი პირველი ნახატები ეხებოდა აბსტრაქტულ ხელოვნებას, მაგრამ სამოცდაათანი წლების განმავლობაში ის სულ უფრო მეტად იხრებოდა სურეალიზმისაკენ. 1970-იანი წლებიდან ბეკსინსკიმ ფეხი შედგა პერიოდში, რომელსაც ის თავად “ფანტასტიკურს” უწოდებს, ეს გრძელდება 80-იანი წლების ბოლომდე. ეს მხატვრის შემოქმედების მეტ-ნაკლებად ცნობილი პერიოდია, როდესაც ის ქმნის თავის ყველაზე სახელგანთქმულ შთამბეჭდავ სახეებს, რომელიც სურეალისტურად იყო გამოხატული, პოსტაპოკალიფტური ნახატები სიკვდილის სცენებით, რღვევით, დაშლით, პეზაჟიზები უამრავი ჩონჩხით, დამახინჯებული სხეულებით, უდაბნოებით. ეს ყველაფერი იყო დახატული მისთვის დამახასიათებელი ყურადღებით უმცირესი დეტალებისადმიც კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხებოდა უხეში, მრუდე ზედაპირის მქონე გამოსახულებებს. მხატვრის ნამუშევრები ხშირ შემთხვევაში ერთობ დიდი ზომისაა და რიგ შემთხვევაში მოგაგონებთ ავსტრიელი მხატვრის ერნესტ ფუქსის (Ernst Fuchs) ზოგიერთ ნამუშევარს თავისი ჩანაფიქრითა და თითქმის მანიაკალური ყურადღებით მცირე დეტალებისადმი.  მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლს შთაბეჭდილება რჩება, რომ ზდეისლავი ეტრფის წვდიადს, თავად მხატვარი მიიჩნვდა, რომ მისი შემოქმედება სათანადოდ არ არის გაგებული. მისი აზრით ნამუშევრების დიდი ნაწილი საკმაოდ ოპტიმისტური და მხიარულიც კია.

ბეკსინსკის პრაქტიკულად ყველა გამოფენა წარმატებით მიმდინარეობდა. ვარშავის პრესტიჟული გამოფენა 1964 წელს მიიჩნევა მის პირველ სერიოზულ წარმატებად, რამდენადაც საგამოფენოდ გატანილი ყველა ნამუშევარი გაიყიდა. 80-იან წლებში მის შემოქმედებას გაეცნო საფრანგეთი,  მოგვიანებით იგი უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა  დასავლეთ ევროპის დანარჩენ ქვეყნებშიც, ასევე იაპონიასა და შეერთებულ შტატებში.

ის 1977 წელს, ვარშავაში საცხოვრებლად გადასვლის წინ, თავისი სახლის უკანა ეზოში წვავს ნახატების რჩეულ ნაწილს, ისე რომ მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას აღარ ტოვებს. მოგვიანებით ბეკსინსკი განმარტავს, რომ ამ ნამუშევრების ერთი ნაწილი  “ზედმეტად პირადული” იყო, სხვა ფრიად არადამაკმაყოფილებელი და მას არ უნდოდა რომ ისინი ხალხს ენახა. 80-იანი წლები გარდამავალი
აღმოჩნდა მისი შემოქმედებისთვის. ადრეული ოთხმოცდაათიანების ნაწარმოებები ასახავდა ძირითადად სურეალისტური პორტრეტების სერიასა და ჯვრებს. ისინი  ბევრად უფრო მდიდარი იყო დეტალებით, ვიდრე “ფანტასტიკური პერიოდის” ნამუშევრები, მაგრამ არანაკლებად დამაჯერებელი და ძლიერი. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მხატვარი ინაცვლებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში, ინტერნეტში, ციფრულ ფოტოგრაფიაში, სადაც ის კონცენტრირდება სიცოცხლის ბოლომდე.

ბეკიკსინსკი ნამუშევრებს ასრულებდა ყოველთვის ორიდან ერთ-ერთ მანერაში, რომელსაც თავად უწოდებდა ბაროკოულსა და გოთიკურს. პირველ მანერაში დომინირებდა სისავსე, მეორეში კი – ფორმა. მხატვრის სიცოცხლის უკანასკნელ ხუთ წელიწადში შექმნილი ნახატები ძირითადად “გოთიკური” მანერის იყო. გვიანი ოთხმოცდაათიანები უმძიმესი პერიოდი აღმოჩნდა შემოქმედის ცხოვრებაში. 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე სოფია, ერთი წლის შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა ვაჟმა ტომაშმა (Tomasz Beksiński) (პოპულარული რადიოწამყვანი, მუსიკალური ჟურნალისტი და კინომთარგმნელი). მისი სხეული იპოვა თავად ზდეისლავ ბეკსინსკიმ.  ზდეისლავი ვერ შეურიგდა შვილის სიკვდილს და იანახავდა კონვერტს “ტომეკისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ფეხებს გავფშიკავ”, რომელიც კედელზე იყო მიმაგრებული.

2005 წლის 22 თებერვალს ბეკსინსკი გარდაცვლილი იპოვეს თავის ვარსავის ბინაში. მის სხეული იყო 17 ნაპობი ჭრილობა, რომელთაგან ორიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამის სემდეგ მალევე დააპატიმრეს მისი სახლის კოენდანტის არასრულწლოვანი შვილი (რომელიც შემდგომ დამნაშავედ ცნეს)და მისი მეგობარი. ცნობილია, რომ ცოტა ხნით ადრე მკვლელობამდე, ბეკსინსკიმ უარი უთხრა ახალგაზრდას ფულის სესხებაზე.


:/

აირიოს გული სამყარომ,
აღებინოს სიბინძურე, სახელად  –  ‘’ადამიანი’’
და დარჩეს ოკეანე, დარჩეს მიწა,
ჩიტები დარჩნენ და სიმშვიდე.
ჩაუყავით თითები ღმერთს პირში,
გამოძღა ადამიანებით, საკუთარი ქმნილება
გულზე დაადგა…

 

© Birdy & Wet sparrow


special for us

მოკლედ, kate alukard-მა მე და თქვენ დაგვიხატა ეს ორი ნახატი. მე ძალიან მომეწონა, იმედია თქვენც. თანაც რაც მთავარია სპეციალურად ფსიქიატრული კლინიკის პაციენტთა ბლოგისთვისაა. მაშ, დატკბით!

 

 


ჰოსპიტალში V

თვალებს ვახელ. თავზე მედ და მადგას და თხელი თეთრი ქსოვილით ოფლს მწმენდს შუბლზე. მოშე საწოლზე წამოჯდარა და თვალეგფართოვებული უყურებს ამ პროცესს. პატარა მწვანე მაჯლაჯუნა ფანჯრის გარეთა მხრიდან იყურება პალატაში. მხოლოდ სახის ზედა ნაწილი უჩანს. ეს ადრეც მოდიოდა ხოლმე აქ. თავზეც მწვანე თმა აქვს, ოღონდ ბევრად მუქი, ვიდრე სახე. ლოყები დაბერილი და თითქოს მოთხუპნულიც. დიდი სქელი ყურები. გადმოკარკლული თვალები… იყურება და მიღიმის. ზოგჯერ მგონია მეპრანჭება-მეთქი. ისე ცოტა ,მორცხვი ვინმეა ეს მაჯლაჯუნა, თვალებში არასდროს მიყურებს.

დავიღალე, ძალიან დავიღალე და გავსაცოდავდი. იმდენად გავსაცოდავდი, რომ ჩემი ჩრდილიც კი ენას მიყოფს, სადაცაა თავშიც წამომარტყამს. კოღოებისგან სულ დაკბენილი ვარ. ჩვენს პალატაში მტრედისფეხელა კოღოები დაფრინავენ. იმდენად დიდი ძლიერი ფრთები აქვთ, რომ მათი დგაფადგუფი მეზობელ პალატაშიც ისმის.

ჩემგან ხელმარჯვნიც საწოლზე პავლე წევს. პავლე ჩია ტანის კაცუნაა, ასეთი გამხდარი ცხოვრებაში არავინ მინახავს. სახე თითქოს მოკეცილი წიგნივით აქვს. ლოყები ისე შევარდნია, გახვრეტილი გეგონებათ. ეს მოკლე წვერიც კიდევ უფრო მეტად აუშნოვებს. რაღაცნაირი… მოღალატის სახე აქვს. აი,
ისტორიულ რომანებში როგორც არიან ხოლმე დახასიათული სამშობლოს გამყიდველები. პავლეს ახლა მაღალი სიცხე აქვს და რაღაცას აბოდებს. მედიცინის დას მწვანე შუშით ასეთივე ფერის სითხე შემოაქვს პავლესთვის, თავს წამოაწევინებს და პირში ასხამს. როცა კარგადაა პავლე დიდი ახირებული ვინმე. იქამდე გიმტკიცებს მაგიდაზე, რომ უცხოპლანეტელების ხომალდია, სანამ თანხმობის ნიშნად თავს არ დაუკრავ. პავლე წამალს სვამს და იჯღანება. მედიცინის დას ეხვეწება,.. ყელს ხელიტ სწევს, ლამოსაა ხორცი ამოიგლიჯოს,- მეტი აღარ დამალევინოთო. მერე ტირილს იწყებს. რა საშინელი სანახავია ასეთი პავლე…